ბოლო წლების განმავლობაში იატაკქვეშა გათბობა სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც გასათბობად უფრო ეკოლოგიური და ეკონომიური საშუალება. ის უზრუნველყოფს სივრცეში თანაბარ გათბობას, რაც ტრადიციულ რადიატორებზე უფრო პრაქტიკულია. იატაკქვეშა გათბობის ორი ტიპი არსებობს: ელექტრო და წყლის იატაკის გათბობა. გაინტერესებთ რომელი იატაკის გათბობის სისტემა უფრო შესაფერისია თქვენი სახლისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვარიანტი გთავაზობთ კომფორტსა და ეფექტურ გათბობას, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რაც მათ განასხვავებს. დღევანდელ სტატიაში სწორედ მათ განმასხვავებელ ფაქტორებს განვიხილავთ.
როგორ მუშაობს იატაკის გათბობა?
იატაკქვეშა ელექტრო გათბობის შემთხვევაში, იატაკის ქვეშ დამონტაჟებულია ელექტრო კაბელები, რომელიც დენზე არის მიერთებული. ელექტროენერგია ათბობს იატაკქვეშ გამავალ სადენებს, რაც თავის მხრივ, ათბობს იატაკს და საბოლოოდ, ოთახს. ამგვარ გათბობას უწოდებენ მშრალ სისტემასაც. ენერგიის წყარო – ელექტროენერგია ამ ვარიანტს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის, იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა სახლი აღჭურვილია ელექტრომომარაგებით.
წყლის იატაკქვეშა გათბობის შემთხვევაში, იატაკის ქვეშ დამონტაჟებულია წყლის მილები, სადაც გამდინარეა თბილი წყალი. მილები წყალი ქვაბის ან სითბოს ტუმბოს საშუალებით თბება, სითბო გადაეცემა იატაკს, რასაც შემდგომ თანაბრად ანაწილებს მთელ ოთახში. ამგვარ გათბობას სველ სისტემასაც უწოდებენ.
ინსტალაცია
ინსტალაციის სიმარტივე იატაკის ელექტრო გათბობის სისტემის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. კაბელები თხელია, საჭიროებს მინიმალურ ცვლილებას იატაკის საფარზე.
წყლის იატაკქვეშა სისტემები საჭიროებს ინსტალაციის უფრო ხანგრძლივ პროცესს. ამგვარი სისტემის შემთხვევაში ხშირად იატაკის სტრუქტურის ცვლილებები ხდება. ეს შეიძლება მოიცავდეს იატაკის სიმაღლის აწევას მილსადენების დასაყენებლად ან კარების და სხვა მოწყობილობების კორექტირებას. სწორედ ამიტომ, ამგვარი გათბობის სისტემის ინსტალაცია აუცილებელია რემონტის ეტაპზე.
სითბოს განაწილება
სითბოს განაწილების განხილვისას წყლის იატაკქვეშა გათბობის სისტემები გამოირჩევიან. მილების თბილი წყლის თანაბარი ცირკულაცია უზრუნველყოფს ერთგვაროვან სითბოს იატაკის მთელ ზედაპირზე, რაც განაპირობებს ოთახის მუდმივ ტემპერატურას. წყლის იატაკქვეშა სისტემა სწრაფად თბება და უფრო დიდხანს ინარჩუნებს სითბოს სისტემის გამორთვის შემდეგ.
იატაკქვეშა ელექტრო გათბობის სისტემებიც სწრაფად ათბობს, თუმცა, ვერ ინარჩუნებს სითბოს დიდხანს გამორთვის შემდეგ. ოთახში არსებული ტემპერატურის დარეგულირება თერმოსტატით შეგიძლიათ.
იატაკის ელექტრო გათბობის უპირატესობა მარტივი ინსტალაცია და ტემპერატურის კონტროლია. ის სწრაფად თბება და შესაფერისია მცირე სივრცისთვის ან, სადაც დამატებითი გათბობის წყაროა საჭირო, თუმცა, მისი ენერგიის ხარჯი შედარებით მაღალია. იატაკის წყლის გათბობა უფრო ეფექტურია ფართო სივრცეებისთვის, თუმცა, მონტაჟი ძვირია და მოითხოვს იატაკის სიღრმისეულ მოდიფიკაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სისტემას ნაკლები ენერგიის ხარჯი აქვს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ეკონომიური ალტერნატივაა.
მაშ, რომელი იატაკქვეშა გათბობის სისტემაა შესაფერისი თქვენი სახლისთვის? პასუხი დიდწილად დამოკიდებულია თქვენს პირად ინტერესებსა და ბიუჯეტზე. საბოლოო შეჯამების სახით გთავაზობთ ცხრილს.
იატაკის ელექტრო გათბობა | იატაკის წყლის გათბობა | |
როგორ მუშაობს თითოეული მათგანი? | მუშაობს იატაკის ქვეშ განთავსებული ელექტრო სადენებით, რომელსაც ათბობს ელექტროენერგია. | მუშაობს იატაკის ქვეშ განთავსებული წყლის მილებით, რომელსაც წყლის ქვაბი ათბობს. |
როგორ ინარჩუნებს სითბოს? | სწრაფად ათბობს, თუმცა, სითბოს დიდხანს ვერ ინარჩუნებს. | სწრაფად ათბობს და სისტემის გამორთვის შემდეგ გათბობა უფრო დიდხანს ნარჩუნდება. |
რა სახის პროექტებისთვის არის რეკომენდებული? | ბიუჯეტიდან გამომდინარე, იდეალურია მცირე მოცულობის სივრცეებში, რასაც სწრაფად გაათბობს და ხარჯიც ნაკლები იქნება. | ამგვარი გათბობის სისტემის შრომატევადი ინსტალაციის გამო, რეკომენდებულია ახალ აშენებულ და უფრო დიდი სივრცის პროექტებისთვის, სადაც ის იქნება სითბოს ძირითადი წყარო. |
რამდენად მარტივია ინსტალაცია? | მოიცავს მარტივი ინსტალაციის პროცესს, მინიმალურ ცვლილებებს იატაკის დონეზე. | მოიცავსკომპლექსურ მონტაჟს, რაც ხშირად საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს იატაკის სტრუქტურაში. |
მასალისა და მონტაჟის ხარჯი | 12-ის ფასი 80 ლარიდან იწყება. | 12-ის ფასი 100-130 ლარიდან იწყება. |
ენერგიის მოხმარების დონე | 12-ზე საათში წვავს 160 ვატს. | 1 თვეში 100 მ2-ზე 300-350 ლარი |