in

იატაკქვეშა გათბობა: წყლის თუ ელექტრო – რომელი ავირჩიო?

დღესდღეობით არსებობს იატაკქვეშა გათბობის ორი ძირითადი სისტემა – ელექტრო გათბობის ელემენტებზე დაფუძნებული და ცხელი წყლის მილების სისტემაზე დაფუძნებული. იმის გასაგებად, თუ რომელია შედარებით უკეთესი, აუცილებელია ორივე მათგანის აღჭურვილობის, მონტაჟის, ხარჯების, უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის შედარება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძირითადად წყლის სისტემაზე დაფუძნებულ იატაკქვეშა გათბობას ვხვდებით.

თითოეული კრიტერიუმის დეტალური ანალიზი დაგეხმარებათ იმაში, რომ ზუსტად განსაზღვროთ რომელი სისტემა იქნება შესაფერი თქვენი საცხოვრებელისთვის.

მახასიათებლები, აღჭურვილობა და მონტაჟი

ორივე სისტემის აღჭურვილობა დაახლოებით ერთნაირია. პირველ ფენას წარმოადგენს ბაზა, მასზე მონტაჟდება თბოიზოლაცია, შემდეგ უკვე მილები, ელექტრო კაბელები და სხვა საჭირო ნაწილები და ბოლოს სრულდება იატაკის საფარის გადაგებით.

დავიწყოთ იატაკქვეშა გათბობის ელექტრო სისტემით. აქ ვხვდებით გათბობის სხვადასხვა ელემენტებს, მათ შორის კაბელებს, ტემპერატურის სენსორებს და თერმოსტატს, რომელიც შეიძლება იყოს მექანიკური ან პროგრამირებადი. ამგვარი გათბობის სისტემის მონტაჟი რთული არ არის, კაბელი იგება იატაკზე, უმაგრდება სპეციალური მავთულები, რომელთა სისქეც დაახლოებით 0,2-დან 0,6 სანტიმეტრამდეა და ზემოდან ეგება იატაკის საფარი.

წყლის სისტემის შემთხვევაში, კომპლექტი მოიცავს მილებს, ცირკულაციის ტუმბოსა და კოლექტორს. ამგვარი სისტემის დაყენება არა მხოლოდ გარკვეულ გამოცდილებასა და კვალიფიკაციას მოითხოვს, არამედ მეტ დროსაც დაგაკარგვინებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მილების დიამეტრი, რომლის საშუალებითაც წყალი ცირკულირებს, არის 2 სანტიმეტრი, რაც იწვევს ოთახის სიმაღლის ვიზუალურად შემცირებას.

ხარჯები და ეფექტურობა

იატაკი, რომელიც დაგებულია გათბობის ელექტრო სისტემაზე, ქმნის ერთგვაროვან ტემპერატურას მთელ ზედაპირზე. გარდა ამისა, მგრძნობიარე სენსორების და თერმოსტატის წყალობით, მომხმარებელს შეუძლია დააყენოს ზუსტი ტემპერატურა, რომლის მიღწევისთანავე სისტემა გამოირთვება და ელექტროენერგიას აღარ მოიხმარს.

ელექტრო სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მოქნილი რეგულირებაა. პროგრამირებადი თერმოსტატების დაყენება შესაძლებელია ისე, რომ იატაკი ავტომატურად ჩაირთვება. მაგალითად შეგიძლიათ თერმოსტატი ისე დააყენოთ, რომ გათბობა თქვენს სახლში დაბრუნებამდე ცოტახნით ადრე ჩაირთოს.

წყლის სისტემის შემთხვევაში, ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელია გამაგრილებლის ცირკულაციის სიჩქარის შეცვლით. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იყენებს გათბობის ქვაბის მიერ გამომუშავებულ სითბოს. ქვაბს შეუძლია ენერგიის წყაროდ გამოიყენოს გაზი, თხევადი ან მყარი საწვავი და ელექტროენერგია.

გამძლეობა და შეკეთება

ელექტრო იატაკქვეშა გათბობის მთავარი სუსტი წერტილი არის კავშირი გათბობისა და დენის კაბელებს შორის. ძირითადად, ავარიების 90% სწორედ ამ ნაწილში ხდება. თუმცა, არსებობს კაბელები, რომლებიც ერთმანეთს სენსორულად უკავშირდება და სპეციალისტებს ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ დაზიანებული ნაწილის ადგილმდებარეობა და სწრაფად აღმოფხვრან ხარვეზი მთლიანი იატაკის საფარის დემონტაჟის გარეშე. რა თქმა უნდა, მსგავსი კაბელები საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

წყლის სისტემის შემთხვევაში, ეს პროცესი შედარებით რთულია. აქ თითქმის შეუძლებელია გაჟონვის ადგილის პოვნა იატაკის მთლიანი საფარის დემონტაჟისა და მთელი სისტემის შემოწმების გარეშე.

მაგრამ მისი უპირატესობებია გამოსხივებული სითბოს დაკარგვის თითქმის სრული არარსებობა, ჰაერის ერთგვაროვანი გათბობა ოთახის მთელ ფართობზე და მაღალი ეფექტურობა საკმაოდ დაბალი ენერგიის მოხმარებით.

უსაფრთხოება და რისკები

როდესაც გათბობის კაბელები სწორად არის დაყენებული და სისტემა ქსელში გამართულადაა ჩართული, ელექტრო სისტემა სრულიად უსაფრთხო და მაქსიმალურად მარტივი გამოსაყენებელია.

წყლის სისტემის შემთხვევაში, თუ მილებს პრობლემა აქვთ, შეიძლება დაზიანდეს მთლიანი სახლის ელექტრო გაყვანილობები და გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, მაგრამ სისტემის გამართულად დამონტაჟების შემთხვევაში ასეთი რისკები თითქმის არ არსებობს.

იატაკქვეშა გათბობის რომელ სისტემაზეც არ უნდა გააკეთოთ არჩევანი, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მასალის ხარისხი და მონტაჟია, რომელიც პროფესიონალებს უნდა ანდოთ, რადგან მცირე უზუსტობას მთელი სისტემის მწყრობრიდან გამოყვანა შეუძლია.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

სახლი ამსტერდამში მაღალი ჭერითა და მრავალფეროვანი ბაღით

როგორ შევღებოთ კედლები პროფესიონალის დახმარების გარეშე? — ზაზა და ზურაბ ხალაძეების პროფესიული რჩევები