in

ბათუმში ICR HOME გაიხსნა — “ლაბორატორია ჩემი სახლი”, “კარე” და “ნატერიალი” ახლა უკვე შავი ზღვის სანაპიროზე

12 აპრილს ბათუმში ICR HOME-ის ფილიალი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავეჯის, დეკორისა და განათების პროდუქტების მსურველებს ახლა უკვე შეუძლიათ კომპანიის შოურუმებს შავი ზღვის სანაპიროზე ესტუმრონ.

ICR HOME-ი წარმოადგენს ყველაზე დიდ ავეჯის, დეკორისა და განათების მულტიბრენდულ ჰაბს საქართველოში – ის 300-ზე მეტი საერთაშორისო მომწოდებლითა და მაღალკვალიფიციური მომსახურებით, ექსკლუზიური ფასებითა და დამკვეთის ინტერესებზე მორგებული გადახდის პირობებით გამოირჩევა.

ICR HOME-ი აერთიანებს მსოფლიოში წამყვან ბრენდებს, რომელთა ნაწილი – „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „კარე“ და „ნატერიალი“- ახლა ბათუმის ფილიალში იქნება წარმოდგენილი. 

ლაბორატორია ჩემი სახლი“ — Laboratory My Home 

„ლაბორატორია ჩემი სახლი“ „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის ავეჯის მიმართულების პირველი კომპლექსური პროექტია და ის 100-ზე მეტი უცხოელი მომწოდებლის ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ავეჯს, დეკორსა და განათებას აერთიანებს. ამგვარად, მუდმივად პასუხობს ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნებს, შესაბამისად, კვალდაკვალ მიყვება მსოფლიო მოდის ტენდენციებსაც.

აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული, იქნება ეს სახლის ავეჯი, გარე ავეჯი, ინდუსტრიული ავეჯი, დეკორი, განათება თუ ტექსტილი. გარდა ფართო არჩევანისა, „ლაბორატორია ჩემი სახლი“ მომხმარებელს ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ შოურუმის შეთავაზებები არამხოლოდ ფიზიკურ პირებზეა გათვლილი, არამედ იდეალურად ერგება დიზაინერების, არქიტექტორებისა და ბიზნესსექტორის მოთხოვნებს.

კარე“ — KARE

ბათუმის ფილიალში ავეჯის, დეკორისა და განათების გერმანულ ბრენდ KARE-საც იხილავთ, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ ICR HOME-ია. ბრენდი ორიგინალური და ექსტრავაგანტური კოლექციებით გამოირჩევა, რაც მეტად საინტერესოა კონცეპტუალური სივრცეებისა და დიზაინერული ნამუშევრებისთვის. ამგვარად, კარე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმროებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა კომერციულ სივრცეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით — გერმანული ბრენდი 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 200-ზე მეტ მაღაზიას ითვლის. ამიტომაც გვევლინება ბაზრის ლიდერად.

გარდა ადგილზე არსებული უახლესი კოლექციებისა, KARE-ს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ინდივიდუალურად შეუკვეთოს სასურველი ზომისა და ფერის ნივთი გერმანიის საწყობიდან და უმოკლეს დროში მიიღოს ის, რაც ყიდვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულ და მოქნილ გამოცდილებად აქცევს.

ნატერიალი — Naterial

 „ნატერიალი“ საქართველოში გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმია. ფრანგული ბრენდი ICR HOME-ს 2022 წელს შეუერთდა, უფრო ზუსტად, კომპანია Leroy Merlin-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს ეზოს, ბაღისა და ტერასის მოსაწყობად. 

„ნატერიალი“ თანამედროვე, მრავალფეროვანი და კომფორტული ავეჯით გამოირჩევა, რასაც მოქნილი სერვისი, ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაცია ემატება. მეტიც, აღნიშნული ბრენდის პროდუქცია ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს ერგება, რაც მას ბათუმის ტიპის ტურისტული, საზღვაო ქალაქისათვის შესაფერის ვარიანტად აქცევს. ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს „ნატერიალის“ 2025 წლის უახლესი კოლექცია დახვდებათ.

ბათუმის მოსახლეობისათვის კომპანია ICR-ი, კონკრეტულად ავეჯის მიმართულებით – „ლაბორატორია ჩემი სახლი“, კარგად ნაცნობი ბრენდია. მრავალი წელია გვყავს ერთგული მომხმარებლები და სწორედ მათი დიდი სურვილისა და გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ ბათუმის ბაზარზე შესვლა. გახსნის ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, სადაც ნამდვილად გამოიკვეთა ბათუმის მოსახლეობის ინტერესი ICR HOME-ის ბრენდებისა და სპეციალური შეთავაზებების მიმართ“, – გვიამბობს ICR HOME-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი – ნათია მექერიშვილი

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მომხმარებელს ICR HOME-ი მუდმივად განახლებად კოლექციებთან ერთად, ყველა იმ მომსახურებას შესთავაზებს, რაც თბილისშია ხელმისაწვდომი.

ICR HOME-ის ბათუმის ფილიალი პუშკინის ქუჩა 𝗡𝟯𝟯-ში მდებარეობს.

[R]

ხის დარაბები ინტერიერში – 6 რეალიზებული პროექტი საქართველოდან

როგორია ჭკვიან სახლში ცხოვრება?- უსაფრთხოება, კომფორტი და ხარჯების ოპტიმიზაცია, რომელსაც კომპანია „ჭკვიანი სახლი“ გთავაზობთ