საუნის ტრადიცია პირველად 2000 წლის წინ გამოიგონეს ფინელებმა მკაცრ ზამთარში. აბაზანის მიღების და სითბოს შენარჩუნების ეს ძველი ტრადიცია დღეს უკვე რელაქსაციის ერთ-ერთ ფორმად ითვლება. უფრო კონკრეტულად რომ განვსაზღვროთ, დღევანდელ საუნებში ძირითადად უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე ძველებში, მას აქვს გამწოვი და მოსასვენებელი ოთახიც.
დღესდღეობით საუნები საკმაოდ პოპულარულია საკუთარ სახლებშიც. მითუმეტეს, რომ 2018 წლის მაიოს კლინიკის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საუნაში დაბანა იმავე ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევს, როგორსაც ზომიერი ვარჯიში. ასევე საუნას, შეუძლია შეამციროს ჰიპერტენზიის რისკი, სტრესი და სხვა ქრონიკული დაავადებები.
“რეალურად, სახლში საუნის მოწყობა უფრო მარტივია, ვიდრე საშხაპე კაბინის დაყენება, რადგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ გვჭირდება სანტექნიკა,” – გვარწმუნებს სტივენ სტრაუგანი KAA Design– დან.
3 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ საუნის მოწყობისას:
- ადგილმდებარეობა – თქვენ არ გჭირდებათ საუნისთვის დიდი ოთახი: “საუნა შეიძლება იყოს ისეთივე პატარა, როგორც 5 x 5-ზე კარადა”, – ამბობს სტრაუგანი.
- ტემპერატურა – თუ გნებავთ, რომ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ, საუნის ტემპერატურა 65 ° C – 88 ° C შორის უნდა მერყეობდეს. გამოიყენეთ ქვისა და ნახშირის გამათბობელი (ტრადიციული ფინური გზა), გაზის ან ელექტრო დანადგარი (უფრო გავრცელებულია აშშ – ში ), ან ინფრაწითელი სითბო (როგორც წესი, ყველაზე ძვირია, ეს ათბობს მხოლოდ თქვენს სხეულს და არა მთელ ოთახს).
- მასალა – ხე საუნის დიზაინისთვის იდეალური ვარიანტია, რადგან იგი არ ინარჩუნებს სითბოს კრამიტის მსგავსად (ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მასზე დაჯდეთ ან მიეყრდნოთ მას). მიუხედავად იმისა, რომ კედარი მთავარი არჩევანია, ასევე კარგია ჰემლოკი, ფიჭვი და ევკალიპტი. რესპირატორული პრობლემების მოსაგვარებლად შეგიძლიათ კედლებში მოათავსოთ მარილიანი ქვა.
ახლა კი, საუნის ინტერიერის მოწყობის 5 გზას გთავაზობთ:
მიანიჭეთ სინათლეს უპირატესობა
თქვენ შეგიძლიათ, თქვენი საუნა ღია ფერებში მოაწყოთ: გამოიყენოთ ღია ფერის ხე და სხვა მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც ამ სივრცეს უფრო მეტ ესთეტიკას მიანიჭებენ.
“გაიტანეთ” ის გარეთ
თუკი თქვენი სახლის ინტერიერში ზედმეტი ვენტილაცია არ გსურთ, შეგიძლიათ, თქვენი საუნა გარეთ მოაწყოთ. უკვე თქვენზეა დამოკიდებული, როგორი საუნა გირჩევნიათ გარეთ – პრაქტიკული, რომელიც თავის ფუნქციას პირნათლად შეასრულებს, თუ, ამასთანავე, ლამაზიც, რათა ბაღს მოუხდეს?!
მოაწყეთ საუნასთან მოსასვენებელი კუთხე
თუკი საუნას აუზთან ახლოს ან ბაღში აშენებთ, აუცილებლად მოაწყვეთ დასასვენებელი კუთხე, სადაც სახლში შესვლამდე გაატარებთ დროს.
მოაწყეთ საუნა საშხაპესთან ახლოს
რაც უფრო ახლოს იქნება თქვენი საუნა თქვენს საშხაპე კაბინასთან, უფრო გაგიადვილდებათ ერთიდან მეორეში გადანაცვლება. ამიტომაც, მათი ერთმანეთის სიახლოვეში მოწყობა ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
დაამატეთ ორთქლის ოთახიც
ორთქლის ოთახს კიდევ უფრო სხვა უპირატესობები და სარგებელი გააჩნია როგორც რელაქსაციის, ისე ჯანმრთელობის კუთხით. ამიტომაც, თუკი სახლში საუნის მოწყობას გადაწყვეტთ, უმჯობესი იქნება თუკი იქვე ორთქლის ოთახისთვისაც გამოყოფთ სივრცეს.