in

რა სიახლეებს გვთავაზობს IKEA-ს ბრენდი 2024 წლის ზაფხულის კოლექციაში

ამ ზაფხულს IKEA გამოუშვებს ბევრ ახალ და საინტერესო პროდუქტს თქვენი სახლისთვის. ახალი კოლექციის მოდელები, როგორც ყოველთვის, ძალიან ფერადი, თანამედროვე და თამამი იქნება. კოლექცია მოგცემთ ყველა საჭირო ნივთსა და შთაგონებას, რომელიც გჭირდებათ საზაფხულოდ სახლის გასაახლებლად. წარმოდგენილი იქნება სრულიად ახალი ესკიზები და ძველი მოდელები განახლებული ფერებით.

კოლექცია დაყოფილია ოთხ კატეგორიად და თითოეულს აქვს საკუთარი სტილი, იქნება ეს რომანტიკული დიზაინი, ბუნებრივი ელემენტები თუ თამამი ნიმუშები.

მცირე ცვლილებებმა შეიძლება დიდი განსხვავება და სიახლეები გამოიწვიოს, ბრენდი კი გთავაზობთ, შეიძინოთ ახალი ავეჯი თუ სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტები, რომლებიც სახლს სრულიად ახალ იერს მიანიჭებენ.

კლასიკური KRYLBO სკამის თამამი, ფერადი ვერსიის დებიუტი ამ ზაფხულს შედგება და მკვეთრ ლურჯ ფერში იქნება ხელმისაწვდომი.

IKEA PS 1995 საათს ექნება ფორმა, რომელიც ჰგავს ძველ შვედურ საათს, ახასიათებს ამოზნექილი, დახვეწილი ხაზების კომბინაცია და ნათელი, გრაფიკული ფორმა. მასზე დიზაინერმა თომას ერიქსონმა იმუშავა.

PLATTLUMMER ბალიშის საფარი შეიძლება გახდეს IKEA-ს ახალი კლასიკა, მისი მხიარული და ფერადი დიზაინისა და ხელმისაწვდომი ფასის წყალობით.

კლასიკური საწოლი GULLIVER ახლა უკვე ხელმისაწვდომი გახდება მწვანე ფერშიც. ეს არის ბავშვებისთვის განკუთვნილი ავეჯი, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოებითა და ფუნქციურობით.

საძინებლის განახლებულ ნიმუშებს დამატებული აქვს უამრავი ფერი და ტექსტურა. SYRABLADMAL-ის ქსოვილი ქმნის ძლიერ, თანამედროვე განცდას და არის ძალიან მსუბუქი, მრავალფეროვანი გარეგნობით.

KNARREVIK მაგიდა-ს ბრენდი ყვითელ ფერში შემოგვთავაზებს, SYRABLADMAL-ის ახალ თეთრეულთან და RUNDKRASSIG ბალიშის საფართან ერთად.

GANSJÖN-ის სააბაზანო კომპლექტი ყვითელ ფერებში იქნება გადაწყვეტილი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საპნისა და სხვა ნივთების შესანახად, ასევე სამკაულების, სანთლების და პატარა აქსესუარებისთვისაც.

NISSAFORS ასევე ყვითელ ფერში იქნება წარმოდგენილი და როგორც სხვა ყველა პროდუქტს, ექნება საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულება.

Ola Wihlborg-ისა და Eva Lilja Löwenhielm-ის მიერ შექმნილი VITARNA იდეალურ გარემოს შექმნის ძილისა და დასვენებისთვის.

ბალიში BUSKVICKER დაფარული იქნება მხიარული ნიმუშით, რომელიც შთაგონებულია ველური ბუნებითა და მეწამული/მწვანე აქცენტებით.

ხალიჩა RULLBANA-ს ექნება ჭადრაკის მსგავსი ნიმუში თეთრ და ყვითელ ფერებში, რაც რეტრო შეგრძნებას ქმნის.

MURREVA ბალიშის საფარი იქნება “ფერისა აფეთქება”, რომელიც იდეალურად მოერგება ნებისმიერ სხვა ფერს და დიზაინს.

მაგიდა HATTÅSEN ხელმისაწვდომი იქნება ლამაზ ვარდისფერ ჩრდილში, რომელსაც დიზაინერებმა შეუხამეს NÖDMAST, მსუბუქი, ელემენტზე მომუშავე LED ნათურა, რომელიც ადვილად გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე. ის ავრცელებს რბილ შუქს, რომელიც ქმნის მყუდრო, მიმზიდველ ატმოსფეროს ოთახში.

SLATTUM საწოლის გადასაფარებელი გაფორმდება ელეგანტური და მარტივი ხაზებით.

ფერადი საბანი SHUDGBRÄKEN მყუდრო და კომფორტულ შეგრძნებას შექმნის ნებისმიერი სტილის საძინებელში. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი დამზადებულია სრულად გადამუშავებადი პოლიესტერისგან.

FIRED Candlestick უზრუნველყოფს ასევე ძალიან მსუბუქ და სასიამოვნო განათებას.

ILDPERSILJA ფარდებისა და ბალიშის გადასაფარებლების ნიმუში შთაგონებულია ძველი სახლებით, მომხიბლავი კედლებითა და ვარდებით, ბუჩქებით, სუროებით, გვირილებით, კაკლის ხეებით და ასე შემდეგ. როგორც დიზაინერი – ემა პროუზი ამბობს, ეს მრავალმხრივი ნიმუში ადამიანებს ბუნებასთან დააკავშირებს.

STRANDLUMMER-ის ნიმუში ასევე ემა პროუზის მიერ არის დამზადებული და მასალის სახით გამოყენებულია ბამბა, არათანაბარი ბოჭკოებით, რათა პროდუქტს დაემატოს ტექსტურა და განსხვავებული შეგრძნება.

ახალი FRYKSÅS სერია მოიცავს მისაღები ოთახისთვის საჭირო ნივთებს. მაგიდას და ტელევიზორის სკამს.

„ჩვენ გვინდა, რომ FRYKSÅS-მა სითბო შემოიტანოს სახლში – დაფასდეს ნივთები, რომლებიც კარგად არის დამუშავებული და გამოირჩევა მაღალი ხარისხით“, – ამბობს დიზაინერი კრისტინ პფანენშმიდტი.

SALNÖ-ს სკამი, ხელით ნაქსოვი მოხრილი ფორმებით, დაგეხმარებათ სახლში ბუნების შეგრძნების შემოტანაში. ეს დიზაინი არის მარტივად ასაწყობი და უნიკალური.

შეგახსენებთ, რომ Ikea-ს ახალი კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ და მაღაზიებში 2024 წლის ივლისიდან.

პოლ ჰენინგსენი – განათების დიზაინერი და საკულტო “PH 5” სანათის შემქმნელი

ბუნებით შთაგონებული სახლი ახალ ზელანდიაში