მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანია IKEA-მ ცნობილ კომპიუტერული ბრენდის, “ASUS”-ის შვილობილ კომპანიასთან, „Republic Of Gamers”-თან თანამშრომლობით შექმნილი გეიმინგის ავეჯის კოლექცია წარადგინა.
კოლექცია შედგება ოთხი მაგიდის, მათი თანხმლები სკამებისა და სხვა 30 აქსესუარისგან, რომლებიც, IKEAS დიზაინერების აზრით, ვიდეო თამაშებით საათობით დაკავებას მომხმარებლისთვის ბევრად უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. ავეჯის ფერთა პალიტრა შავსა და თეთრ-ნაცრისფერს შორისაა.
„მსოფლიოში არსებულ მილიონობით პროფესიონალ გეიმერს ძალიან მრავალფეროვანი გემოვნება აქვს, მათთვის შეთავაზებული პროდუქცია კი საკმაოდ ერთფეროვანი და ჩარჩოებში მოქცეულია. მაგალითად, გეიმერების 46% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ის ნაწარმი, რომელსაც ბაზარზე ვხვდებით კი ძირითადად მასკულინურია,” – ამბობს ევა რიჩერტი (Ewa Rychert), IKEA-ს საერთაშორისო ბიზნესის მმართველი, – „გვწამს, რომ გეიმინგის გამოცდილების გასამარტივებლად ბევრია გასაკეთებელი. ამისთვის ვცდილობთ, რომ შევქმნათ მაღალხარისხიანი, ხელმისაწვდომი აღჭურვილობა, რომელიც გამოეხმაურება მომხმარებლის გემოვნებასა და ხასიათს.“