in

5 ნივთი „IKEA“-დან თქვენი სამრეცხაო ოთახისთვის, რომელთა შეძენა მარაგების ამოწურვამდე უნდა მოასწროთ

„IKEA“ ცნობილი შვედური ბრენდია, რომელიც 1943 წელს დაარსდა ინგვარ კამპრადის მიერ და 2008 წლიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია გახდა. ბრენდი ორიენტირებულია მზა და ასაწყობი ავეჯის, სამზარეულოს მოწყობილობებისა და სახლის აქსესუარების წარმოებაზე, რომლებიც ფუნქციონალურობითა და თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით ხასიათდება. „IKEA“ დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქტის ეკოლოგიურ სიჯანსაღეს და წარმოებაში განახლებად, მდგრად მასალებს იყენებს. ამავდროულად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასები და კომფორტული მომსახურება, ამიტომ პროდუქციის შეძენა მსოფლიოს უმეტესი ადგილიდან არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოდან. დღევანდელ სტატიაში „IKEA“-ს იმ მნიშვნელოვან და საჭირო პროდუქტებს გაგაცნობთ, რომლებიც სამრეცხაო ოთახში აუცილებლად გამოგადგებათ.

სარეცხის კალათა

სარეცხის კალათა სამრეცხაოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც სარეცხის დახარისხებასა და წესრიგის უზრუნველყოფაში გვეხმარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია ტექსტილის უკეთ დაორგანიზება და ხარისხისა თუ ფერების  მიხედვით დანაწევრება. ამავდროულად, კალათა კომფორტული გამოსაყენებელია, მისი მეშვეობით მარტივია სარეცხის გადაადგილება სხვადასხვა ზონაში. „IKEA“-ს  მოხდენილი მოდელი კი დამატებითი ელემენტია ინტერიერის გამოსაცოცხლებლად და სივრცის გასალამაზებლად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სარეცხის საშრობი  

„IKEA“-ს  პროდუქცია ფუნქციონალურობით და ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ასეთი მოდელია სარეცხის საშრობი, რომელიც სამრეცხაოს კიდევ ერთი აუცილებელი ელემენტია. შვედური ბრენდის კომპაქტური პროდუქტი, რომელიც საკმაოდ ტევადი და მსუბუქია, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ განათავსოთ — როგორც სამრეცხაოში, ასევე ექსტერიერში. რაც მთავარია, საშრობი დიდ ადგილს არ იკავებს და გადაადგილების სიმარტივით ხასიათდება, შესაბამისად კომფორტული მოსახმარია. ასევე, მოდელი სარეცხის უსაფრთხოდ გაშრობას უზრუნველყოფს და მის გაფენასა და დახარისხებაში დრო აღარ დაგეკარგებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

აბაზანის კარადა 

„IKEA“-ს  აბაზანის კარადები მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინით ხასიათდება. რაც მთავარია, ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს ავეჯის მობილურობას და მონტაჟისა თუ დემონტაჟის სიმარტივეს. ამიტომ მომხმარებელს პროდუქციის გამოყენება საკმაოდ უადვილდება. ამასთანავე, ტევადი, ფუნქციური და მოცულობითი კარადა იდეალური იქნება სხვადასხვა პროდუქტის, ტექსტილისა თუ სააბაზანოს აქსესუარების შესანახად, მარტივი ფორმებითა და მინიმალისტური დიზაინით კი ინტერიერის სასიამოვნო და მიმზიდველი დანამატი გახდება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

მოძრავი სათავსო

კიდევ ერთი პრაქტიკული ნივთი მოძრავი სათავსოა, რომელსაც დიზაინერები ერთ-ერთ საჭირო პროდუქტად მიიჩნევენ. დარგის წარმომადგენლები დიდ უპირატესობას ანიჭებენ მოძრავ, ტევად და მინიმალისტური დიზაინის ღია სათავსოებს, რომლებიც ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკურად დახვეწილი და საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ „IKEA“-ს მოძრავი სათავსო კომპაქტურობითაც გამოირჩევა  და იდეალურად ერგება ნებისმიერ ზონას. სამრეცხაოს გარდა პროდუქტი შეგიძლიათ მოათავსოთ სამზარეულოსა თუ ექსტერიერში და სივრცე უფრო მოხერხებული გახადოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

საუთოო მაგიდა

„IKEA“-ს  საუთოო მაგიდები მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასით და კომპაქტურობით ხასიათდება. შესაბამისად, ისინი იდეალურია პატარა სივრცეებში ადგილის დასაზოგად და კომფორტული მოხმარებისთვის. დიზაინერები გვირჩევენ, საუთოო მაგიდებიც დიდი ყურადღებით შევარჩიოთ და ყურადღება ხარისხზე, მასალასა და მის დიზაინზე გავამახვილოთ, რადგან ეს ელემენტიც სამრეცხაოს მნიშვნელოვანი ფუნქციური ნაწილი და მიმზიდველი აქსესუარია.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

პატარა ბინა ფერადი აქცენტებით

9 ადგილი თბილისში, სადაც ჟურნალის მაგიდას შეიძენთ