in

„IKEA“-ს რამდენიმე საინტერესო მოდელი თანამედროვე სახლისთვის

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შვედური ბრენდი „IKEA“, რომელიც 1943 წელს დაარსდა, თანამედროვე დიზაინის მზა და ასაწყობი ავეჯით, სამზარეულოს მოწყობილობებითა და სახლის აქსესუარებით გამოირჩევა. „IKEA“-ს პროდუქცია მრავალფუნქციური, კომპაქტური მოდელებით, ეკოლოგიური სისუფთავითა და მიმზიდველი იერსახით ხასიათდება, რის გამოც დღეს ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი და სასურველი ბრენდია. ამას გარდა, „IKEA“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფასებზე და მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადოს. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დღევანდელ სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის ნაწარმზე ვისაუბრებთ და შევეცდებით გაგაცნოთ რამდენიმე გზა, თუ როგორ შეძლებთ თანამედროვე დიზაინის შექმნას „IKEA“-ს პროდუქტების დახმარებით.

მრავალფუნქციური სამზარეულოს კუნძული   

„IKEA“-ს ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი პროდუქტი სამზარეულოს კუნძულია, რომელიც მომხმარებლებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მოდელი იმით არის გამორჩეული, რომ გარდა ესთეტიკური მიმზიდველობისა, კუნძული მრავალფუნქციურია და ერთდროულად სათავსოს, საკვების მოსამზადებელი ზონისა და  სასადილო მაგიდის ფუნქციას ასრულებს.  საკმაოდ ტევად თაროებზე შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც ჭურჭელი, ასევე სამზარეულოს დამხმარე აქსესუარები თუ საკვები პროდუქტები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდელი მარტივად გადასაადგილებელია და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ადგილას დადგათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

მრავალფუნქციური სანათი  

თანამედროვე საცხოვრებელი აუცილებლად უახლესი ტექნიკით, ინოვაციური პროდუქტებით და ფუნქციური, კომფორტული ნივთებით უნდა იყოს აღჭურვილი, რათა ცხოვრება გაგვიმარტივოს და საცხოვრებელი ბევრად მოსახერხებელი გახადოს. „IKEA“-ს სანათი, რომელიც უსადენო აუდიო მოწყობილობის ფუნქციასაც ასრულებს, ერთდროულად, სანათისა და დინამიკის როლს ითავსებს, რის გამოც მრავალფუნქციური და ინოვაციური მოდელია. პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით საძინებელ სივრცეს მოუხდება, მყუდრო გარემოს შექმნის თქვენს ოთახში და სასიამოვნო მუსიკითაც გაგანებივრებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

წიგნების კარადა 

თანამედროვე დიზაინში უპირატესობა სიმარტივეს, ფუნქციურობას და კომფორტს ენიჭება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პრაქტიკული ნივთი გარეგნულადაც გამოირჩეოდეს და ინტერიერს მომხიბვლელობას მატებდეს. შვედური ბრენდი ცნობილია კომპაქტური, მარტივად დასამონტაჟებელი, ასაწყობი თუ მზა ავეჯით, რომელიც პრაქტიკული დანიშნულების გარდა, სივრცეს მიმზიდველ შტრიხებს სძენს. ერთ-ერთი ასეთი მოდელია ტევადი წიგნების კარადა, რომელიც დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და მნიშვნელოვან დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

მინიმალისტურ სტილის ტევადი ვიტრინა

თანამედროვე საცხოვრებლის კიდევ ერთი მახასიათებელი მაქსიმალურად ორგანიზებული სივრცე და მოწესრიგებული გარემოა, რომელიც არ არის გადატვირთული არასაჭირო ნივთებით და სახლის თითოეულ ობიექტს როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური დანიშნულება აქვს. „IKEA“-ს ბრენდი სწორედ ასეთი ტიპის ავეჯზე ამახვილებს ყურადღებას და მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტულ პროდუქციას სთავაზობს. „IKEA“-ს ერთ-ერთი ცნობილი მოდელი მინიმალისტური დიზაინის ვიტრინაა, რომელიც მისაღები და სასადილო სივრცის მნიშვნელოვანი ელემენტია. ტევადი ვიტრინა, სადაც როგორც ჭურჭელი, ასევე წიგნები თუ აქსესუარები შეგიძლიათ მოათავსოთ, საინტერესო და მომხიბვლელი  დანამატი იქნება თქვენს ინტერიერში.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

მრავალფუნქციური ტახტი

„IKEA“-ს კიდევ ერთი, გამორჩეული მოდელია მრავალფუნქციურ გასაშლელი ტახტი, რომელიც ამასთნავე სათავსოს როლსაც ასრულებს. ცხადია, საცხოვრებელში სავარძელი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, თუმცა  გასაშლელი და ტევადი ავეჯი განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს, რადგან ის, პირველ რიგში, ხელს უწყობს სივრცის ოპტიმალიზაციას, მითუმეტეს, მცირე ზომის საცხოვრებლებში, რადგან მასში გაერთიანებულია მოსასვენებელი,  დასაძინებელი და სათავსოს ფუნქციები. ასევე, მაცხოვრებლებს იცავს ზედმეტი ფინანსური ხარჯისგან და რაც მთავარია, რბილი ტექსტურის, სხვადასხვა ფერში წარმოდგენილი სავარძელი მისაღებ ზონას გამორჩეულ იერსახეს და მყუდროებას სძენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

6 საინტერესო რჩევა ღია ცისფერი საძინებლის მოსაწყობად

თანამედროვე ბინა უკრაინაში, რომელიც სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებას განასახიერებს – Makhno Studio-ს პროექტი