in

რატომ არის ინდუქციური ქურა საუკეთესო არჩევანი თქვენი სამზარეულოსთვის

ინდუქციური ქურის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, თუმცა როგორც თანამედროვე კვლევები აჩვენებს, დღეს ეს დანადგარი მისი ფუნქციურობის, უსაფრთხოების, ეკონომიურობისა და იერის კუთხით საუკეთესოა. რატომ? დღეს სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით.

მოხარშული საჭმელი უმზე გემრიელი რომ არის, ადამიანი დიდი ხანია მიხვდა, თუმცა მისი მომზადების ტექნოლოგიები ადვილად როდი ემორჩილებოდა. ახლის იდუმალების თანდაყოლილი შიში წინაპრებისგან გვერგო. ადვილი წარმოსადგენია, რას გრძნობდნენ ისინი, როდესაც ცეცხლს იმორჩილებდნენ და როგორი ეჭვნეული დამოკიდებულება ჰქონდათ ედისონის დაპატენტებული პირველი ვარვარა ნათურის მიმართ.

გამონაკლისი არც მაიკლ ფარადეის გამოგონება გახდა, რომელმაც 1831 წელს ელექტრომაგნიტური ინდუქცია აღმოაჩინა. თუმცა, სინამდვილეში, ეს უახლესი ტექნოლოგია აბსოლუტურად უვნებელია, თავის წინამორბედებზე ერთი თავით მაღლა დგას და მისი შეძენა ნამდვილად ღირს. თუ რატომ, ამას ქვემოთ განვიხილავთ.

გაზისა და ელექტრო ქურების შემდგომ ინდუქციურის გამოჩენამ, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანი და საეჭვო დამოკიდებულება გამოიწვია. ეს მისი „უხილავი“ მოქმედების ბრალია – გრილ ზედაპირზე კერძი სხვა ქურებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად იწყებს მომზადებას. ყველაფერი კი ელექტრომაგნიტური ტალღების „ბრალია“, რომლებიც ზედაპირზე მოთავსებულ ჭურჭელს აცხელებს.

სანამ ინდუქციური ქურის მუშაობის პრინციპებზე ვისაუბრებდეთ, ჯერ გავიხსენოთ რა არის სითბო. ის ნივთიერების შინაგანი ენერგიის კინეტიკური ნაწილია, რომელიც ამ ნივთიერების ქაოსურად მოძრავი მოლეკულებისა და ატომების მოძრაობის ინტენსივობით განისაზღვრება. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ნივთიერებაში მისი ატომები და მოლეკულები, მით უფრო თბილია ის და პირიქით.

ინდუქციური ქურა ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც მასზე მოთავსებული სპეციალური ჭურჭლის მოლეკულებისა და ატომების ქაოსურ სიჩქარეს ზრდის, შედეგად კი ის ცხელდება. ეს ტალღები ძალიან მოკლე მანძილზე მოქმედებს და მხოლოდ მასზე მდგარ სპეციალურ ფერომაგნიტურ (რკინის) ჭურჭელს აცხელებს. სხვა საგნებზე, მათ შორის ზედაპირზე შემთხვევით დადებულ ხელის გულზე, ის საერთოდ არ რეაგირებს. მობილურ ტელეფონს რომ შევადაროთ, ინდუქციურ ქურას ამ უკანასკნელზე ნაკლები გამოსხივება აქვს.

ინდუქციურ ქურას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს –  ის სპეციალურ ფერომაგნიტურ (რკინის) ჭურჭელს საჭიროებს. ასეთები სპეციალური ნიშნითაც კი არის აღნიშნული. თუმცა, ამ ყველაფრისთვის თქვენი სამზარეულოს დიდი გაახლება სულაც არ დაგჭირდებათ, რადგან ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც მაგნიტს მიიკრავს, ინდუქციურ ქურასთან თავსებადია და გამოგადგებათ. თუ ეს მომენტი არ გაფერხებთ, დანადგარი შესაძლებლობებისა და ოფციების ფართო სპექტრს შემოგთავაზებთ:

  • ის უსაფრთხოა და ეკონომიური;
  • არ ცხელდება და მის ზედაპირზე არასდროს არაფერი მიგეწვებათ;
  • მარტივად იწმინდება ყოველი მოხმარების შემდგომ;
  • სწრაფად ამზადებს საკვებს და ტემპერატურის ფართო დიაპაზონს ფლობს;
  • ის ნამდვილი ელექტრონული „გაჯეტია“, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ დააპროგრამოთ.

რომ შევაჯამოთ, ინდუქციური ქურა თანამედროვე სამზარეულოს ღირსეული „წევრია“. მისი იერი და ფუნქციური შესაძლებლობები ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. უკვე წესად იქცა, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული დეველოპერული კომპანიები ტექნოლოგიის დაწინაურებულ ნიმუშებს მაცხოვრებლებს დამატებით „ბონუსად“ სთავაზობენ. სწორედ ასეთი მიდგომა აქვს „ნამაი ვაკეს“ გუნდს. აღნიშნულ კომპლექსში ბინის შეძენის შემთხვევაში, მობინადრეებს, სხვა ბევრ ბენეფიტთან ერთად, საჩუქრად ინდუქციური ქურა გადაეცემათ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ნამაი ვაკეს” ინოვაციურ ხედვასა და მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულობას.

ხელით რესტავრირებული ავეჯით მოწყობილი ბინა ვაკეში – ანნა სეკოვსკა-ლივნის ინტერიერი

#Homeisინსპირაცია: სასრიალოები ინტერიერში – რამდენიმე შთამბეჭდავი მაგალითი