in

1820 წელს აშენებული ინგლისური კოტეჯი

Banner M2
Banner M2

ეს ოთხ საძინებლიანი კოტეჯი ჩრდილოეთ იორკშირში, ამპლფორტის ცენტრში, North York Moors-ის ეროვნული პარკის კიდეზე მდებარეობს. სახლი 1820 წელს აშენდა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის საგულდაგულოდ აღადგინეს.

კოტეჯი აერთიანებს ლამაზ, მსუბუქ ოთახებს, რომლებიც შელესილი კედლებითა და ხის პარკეტით არის გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლის ზოგიერთი ნაწილი ახალია, როგორიცაა სამზარეულო, ისინი შესანიშნავად ერწყმის თავდაპირველი შენობის ისტორიულ მახასიათებლებს.

მთავარი მისაღები ოთახი სახლის მთელ სიგრძეს მოიცავს, მას ფანჯარა როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს აქვს, შესაბამისად სივრცე ბუნებრივი განათებით არის უზრუნველყოფილი. კედლებისთვის გამოყენებულია ნეიტრალური ტონის ბათქაში, რაც ოთახს სასიამოვნო ტექსტურას მატებს.

დერეფნის მეორე მხარეს არის სასადილო ოთახი, რომლის მთავარ აქცენტს ქვის ბუხარი წარმოადგენს.

სამზარეულო, რომლის ავეჯიც შეკვეთით არის დამზადებული, სახლის უკანა მხარეს მდებარეობს. ეს არის ოთახი, რომელშიც განსაკუთრებით თბილი და მყუდრო გარემოა შექმნილი. კედლები ვენეციური ბათქაშით არის მოპირკეთებული, ხოლო იატაკისთვის გამოყენებულია ფილები, რომლებიც სახლის გეორგიანულ წარმომავლობას უსვამს ხაზს.

მთავარი საძინებელი დახვეწილი ვარდისფერი თაბაშირის კედლებით მეორე სართულზე, სახლის წინა მხარეს მდებარეობს. ამ ოთახის ორ თაღოვან ნიშაში თაროებია დამონტაჟებული.

წინა ეზოში მოწყობილი ბაღი ელეგანტური თუჯის მოაჯირებით არის შემოსაზღვრული. ვარდები, გვიმრები და კამელია კი გარემოს ბუნებრივ სილამაზეს აძლიერებს.

სად შევიძინო სასადილო მაგიდა? — Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები „კომფორტერიდან“

ფერთან მუშაობის 5 გზა, რომლებიც ინტერიერის განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ