in

თანამედროვე ინგლისური სახლი სკულპტურული ფასადით

Banner M2
Banner M2

ძალიან საინტერესო და უჩვეულო ექსტერიერის მქონე ეს ოთხ-საძინებლიანი სახლი, რომელიც ინგლისში, ბროდსტერში მდებარეობს, უზრუნველყოფილია ხედით ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროზე, კენტის პლაჟზე. ეს Giles Miller Studio-ს პირველი საცხოვრებელი პროექტია. თანამედროვე სახლი, რომელსაც იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრები ამშვენებს, დიდი ხეებით არის გარშემორტყმული, ეს კი მეპატრონეებს კონფიდენციალურობით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

დიზაინი მარტივია, მაგრამ სახლის გარე ნაწილი უნიკალური სკულპტურებით არის მორთული. ისინი ქმნის სპირალურ სტრუქტურას, რომელიც მცოცავი მცენარეებისთვის საყრდენს წარმოადგენს. ეს ყველაფერი სახლის ადგილობრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმას განაპირობებს.

პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ზონები თავმოყრილია სახლის ცენტრალური ნაწილის გარშემო, სადაც კიბე, საპირფარეშო და ჩაშენებული კარადებია განთავსებული. ასეთი განლაგებისა და დიდი ფანჯრების წყალობით ირგვლივ არსებულ გარემოსთან თითოეულ საცხოვრებელ სივრცეს აქვს კავშირი.

პირველ სართულს მბზინავი ბეტონის იატაკი ამშვენებს, რომელიც ყველა ოთახისთვის საერთოა. ეს ელემენტი, ხის კოჭებთან და ხის კედლებთან ერთად, სახლს თანამედროვე და ინდუსტრიულ ელფერს სძენს.

გარდა ამისა, აქვე გვხვდება მეორე მოსაკალათებელი სივრცე, რომელიც შეიძლება სახლის დანარჩენი ნაწილისგან ფარდების საშუალებით გამოიყოს, რათა სტუმრებისთვის იზოლირებული საძინებელი შეიქმნას.

შეკვეთით დამზადებული ფოლადის კიბე, რომელიც სახლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, უკავშირდება მეორე სართულს, სადაც განლაგებულია ოთხი საძინებელი. თითოეული მათგანი აღჭურვილია პირადი სააბაზანოთი.

დიზაინზე დიდი გავლენა იქონია ულამაზესმა ტყემ, რომლითაც სახლია გარშემორტყმული. ბაღი ნაკვეთის შუა ნაწილში მდებარეობს და დიდი ფანჯრების წყალობით, ის ინტერიერთან მჭიდრო კავშირშია. სახლის უკანა მხარეს გვხვდება სადილისა და სოციალიზაციისთვის შესაფერისი სივრცე და ასევე საუნა და ჯაკუზი.

ყვითლისა და თეთრის კომბინაცია ინტერიერში — რჩევები და მაგალითები

7 ადგილი თბილისში, სადაც დახვეწილი დიზაინის სავარძელს შეიძენთ