„გალერეა რუმ დიზაინი“ მსოფლიოში წამყვანი შპალერის მწარმოებელი იტალიური ბრენდის „Inkiostro Bianco“-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა, რასთან დაკავშირებითაც, „გალერეა რუმ დიზაინ“-მა ბრენდის იტალიელი წარმომადგენელი მოიწვია და „რესპუბლიკის ივენთ ჰოლში“ Inkiostro Bianko-ს პროდუქტის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაზე „Inkiostro Bianko“-ს წარმომადგენელმა ქართველ არქიტექტორებსა და ინტერიერის დიზაინერებს წყალგამძლე და სააბაზანო შპალერის, დეკორატიული პანოების და პანელების, პარკეტისა და ხალიჩების უახლესი და საოცარი კოლექციები გააცნო, რომლებიც თავიანთი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. მათი შეძენა კი ექსკლუზიურად, „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმში არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „Inkiostro Bainco“ პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელიც თავისუფლად გამოიყენება სახლის, ოფისის, აგარაკის, სასტუმროს, სპას თუ ნებისმიერი კომერციული სივრცის მოსაწყობად და შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის. ბრენდის თითოეული პროდუქტი შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთით, მომხმარებლების საჭიროებებისა და გემოვნების მიხედვით დამზადდეს და შპალერი თუ დეკორატიული პანო მათ ხედვას მოერგოს. „Inkiostro Bainco“ ნებისმიერი პროდუქციის შექმნისას კრეატიულ მიდგომას იყენებს, რასაც ბრენდის მასალებზე ასახული დეკორი ადასტურებს.
იტალიური ბრენდის, „Inkiostro Bainco“-ს მინა-ბოჭკოვანი შპალერი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, არის ადვილად რეცხვადი, ცეცხლგამძლე და გამოიყენება უშუალოდ სველ წერტილებში დასამონტაჟებლად. შპალერზე საწერი კალმის და ამგვარი ლაქების მოშორება მარტივად შესაძლებელია ჩვეულებრივი აცეტონით, რის შედეგადაც, შპალერის მასალა არ ზიანდება, არ იცვლის ფერს და ინარჩუნებს თავის პირველად იერსახეს. გარდა ამისა, „Inkiostro Bainco“-ს შპალერი არის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა და წარმოდგენილია 68 სმ.-დან 100 სმ.-მდე სიგანის რულონებით.
შპალერზე დატანილი გრაფიკა ნებისმიერი პროექტის ზომასა და მასშტაბს ერგება დამკვეთის შესაბამისი მოთხოვნის მიხედვით. „Inkiostro Bainco“-ს შპალერის კოლექციების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ გამოყენების ფართო არეალი აქვს. ბრენდის შპალერის გამოყენება შესაძლებელია სველ წერტილებში, სამზარეულოსა და აბაზანებში, ასევე, გარე სივრცეებში, სადაც ნესტი მრავლად ჭარბობს. „Inkiostro Bainco“-ს შპალერი ნებისმიერ სივრცეს ინდივიდუალურობას ანიჭებს, გამოხატავს სტილს, დეკორს და აღძრავს საოცარ ემოციებს.
‘Inkiostro Bainco“-ს მინა-ბოჭკოვანი შპალერი არის ცეცხლგამძლე, ძალზე მსუბუქი და თხელი — 0,13 მმ.-დან 0,4 მმ. სისქემდე. ამასთანავე, სრულად წყალგაუმტარი და დრეკადია — ადვილად იკეცება კუთხეებსა და კიბეებზე, რაც მასალის მაქსიმალურად დაზოგვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, „Inkiostro Bianco“-ს მინა-ბოჭკოვანი შპალერის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის არის შესანიშნავი თბო და ელექტრო იზოლატორი.
შპალერის ბოჭკოს მექანიკური რეზისტენტულობა/გამძლეობა შეადგენს 3500-დან 4000-მდე Mp-ს, რაც ნახშირბადის ბოჭკოს გამძლეობას უტოლდება. მასალის რეზისტენტულობისა და წონის თანაფარდობა კი 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ფოლადის სიმტკიცე, რაც შპალერის ნამდვილ და წარმოუდგენელ გამძლეობას ადასტურებს. „Inkiostro Bianco“-ს შპალერი რეზისტენტულია ატმოსფერული მოვლენების და მზის სხივების მიმართ, რის გამოც ის მასიურად გამოიყენება გარე სივრცეებში.
გარდა ამისა, ბრენდი მომხმარებელს ინდივიდუალური შეკვეთით ქსოვილების პრინტსაც სთავაზობს, რომელიც დამკვეთის კედლის და საერთო ინტერიერის დიზაინთან შეხამებით იქმნება.
ღონისძიებაზე „Inkiostro Bianco“-ს წარმომადგენელმა ისაუბრა ბრენდის პარკეტისა და პანელების შესახებ. „Inkiostro Bianco“-ს მუხის პარკეტი, რომელიც შეიქმნა პარკეტის მწარმოებელ „Listone Giordano“-სთან თანამშრომლობით, მუშავდება ლაზერით, მაღალტექნოლოგიური და უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით. პარკეტის ინოვაციური კოლექციები შექმნილია სხვადასხვა დიზაინერული ხაზით, რომლებსაც ინტერიერში საუცხოო და ავანგარდული სტილი შემოაქვს.
ბუნებრივი ხის პარკეტის და პანელების კოლექციები გამოიყენება როგორც იატაკზე, ასევე კედლებსა და ავეჯზე, რაც შთამბეჭდავ იერსახეს ანიჭებს ნებისმიერ სივრცეს და ინდივიდუალურ ხასიათს ავლენს ინტერიერის სტილში. მუხის პარკეტის წონა შეადგენს 9 კგ-ს, სისქე კი 12,5 მმ-ს; პარკეტის ფორმატი მოიცავს 140 x 1200 მმ-ს.
„Inkiostro Bianco“, ასევე, აწარმოებს დეკორატიულ პანოებს 3D ეფექტით, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინსა და ფერში. კოლექციები ხელმისაწვდომია 2 სტანდარტულ ფორმატში: 60 x 60 სმ. და 60 x 120 სმ.
„Inkiostro Bianco“-ს კრეატიული და დეკორატიული კომპოზიციების მისაღებად, ბრენდი თანამშრომლობს ცნობილ იტალიელ მხატვრებთან, რომლებიც ნებისმიერი პროდუქტის დეკორაციისთვის ნამდვილ შედევრებს ქმნიან.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე „Inkiostro Bianco“-ს წარმომადგენელმა წარადგინა უმაღლესი ხარისხის ხალიჩის პროდუქციის ახალი კოლექციები, რომლებიც დამზადებულია 100% პოლიამიდისგან.
ფარდაგები გამოირჩევა ფორმების და დიზაინის მრავალფეროვნებით, ქმნის საოცარ კომფორტს და შეგრძნებებს ინტერიერში.
„Inkiostro Bianco“ თავის პროდუქციას ყოველთვის ქმნის კრეატიული აზროვნებით და სიყვარულით ინტერიერის დიზაინის მიმართ. ბრენდი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ კოლექციებს, მაღალტექნოლოგიური და ბუნებრივი მასალებით დამზადებულ პრემიუმ-კლასის შპალერს, დეკორატიულ პანოებსა და პანელებს, პარკეტსა და ხალიჩებს.
აღსანიშნავია, რომ „Inkiostro Bianco“-ს ნებისმიერი პროდუქციის შეკვეთა ექსკლუზიურად, შესაძლებელია „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმში და რაც მთავარია, ინდივიდუალური დიზაინით დამკვეთის ინტერიერის დიზაინში გათვალისწინებული ზომების მიხედვით. პროდუქციის შესაკვეთად შეგიძლიათ ეწვიოთ „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმს, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში, პეკინის გამზირის #39-ში. შოურუმში სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და კონსულტანტ-დიზაინერები, რომლებიც დაგეხმარებიან, შეარჩიოთ თქვენი ინტერიერის შესაფერისი შპალერი, დეკორატიული პანო და პანელები, პარკეტი თუ ფარდაგი.
[R]