საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საცხოვრებელი გარემო ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე დიდად ზემოქმედებს და მისი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, დაცული გარემო და ევროპული სტანდარტებით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსები დიდ კომფორტს უქმნის თითოეულ მობინადრეს და შესაბამისად, მათ ცხოვრების დონეს საგრძნობლად აუმჯობესებს. დღევანდელ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტორებზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია სრულად აღჭურვილ, კეთილმოწყობილ, მაღალი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსს ადამიანზე.
უსაფრთხოება — ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ ევროპული სტანდარტის ისეთი საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც აგებულია მდგრადი, ენერგოეფექტური, ხარისხიანი მასალებით და უსაფრთხოების ყველა დეტალის გათვალისწინებით, როგორებიცაა — ვიდეოსათვალთვალო სისტემა, კომპლექსში შესვლის კონტროლი და უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია, ბინის მეპატრონეების მშვიდ, ბედნიერ, უსაფრთხო ცხოვრებას განაპირობებს, რაც თითოეული მათგანის კეთილდღეობასა და ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება.
კომფორტი — კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა კომფორტულ პირობებს უქმნის მობინადრეებს, რაც მათი ცხოვრების ხარისხზეც აისახება. მაგალითად, კონსიერჟის მომსახურება უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს, უსაფრთხოებას და მუდმივ მეთვალყურეობას, ხოლო სრულად გამართული ლიფტები, საპარკინგე ზონები და ავტოსადგომები მნიშვნელოვნად ზოგავს მცხოვრებლის დროს, დაცულობის შეგრძნებას ზრდის და ყოველდღიური სტრესის შემცირებას უწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია კომერციულ ობიექტებთან სიახლოვე და საერთო გამოყენების მოსასვენებელი სივრცეები, რაც ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე კომპლექსებში გათვალისწინებულია.
სტრესის შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წახალისება — კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გამწვანებული ეზო და შესაბამისად აღჭურვილი დასასვენებელი, სათამაშო ზონები, რაც მცხოვრებლებს პირველ რიგში, სუფთა ჰაერზე დროის სასიამოვნოდ გატარებაში ეხმარება, ასევე მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დაცულ სათამაშო სივრცეს უზრუნველყოფს და ვარჯიშის, სეირნობის წახალისებას უწყობს ხელს. ეს ყოველივე კი სასიკეთოდ აისახება მობინადრეების როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ მდგომარეობაზე, უნარჩუნებს მათ ჯანმრთელობას და სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს.
კომუნალური ხარჯების ეკონომია — ენერგოეფექტური მასალების, მაღალი ხარისხის საიზოლაციო და სავენტილაციო სისტემების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ენერგიის ეფექტურ გამოყენებას უწყობს ხელს. ამავდროულად, განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია, როგორიცაა მზის პანელების საცხოვრებელ კომპლექსში განთავსება, გარემოზე სასიკეთოდ აისახება. მინიმუმამდე დაჰყავს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედება და მცხოვრებლებს ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებაში ეხმარება, რაც ცხადია, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ქართულ ბაზარზე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, გამართული უსაფრთხოების სისტემებით, კომფორტული აღჭურვილობითა და რეკრეაციული ზონებით პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე” გამოირჩევა, რომელიც ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტია ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე. თანამედროვე სტანდარტის კომპლექსში ყველა ის დეტალია გათვალისწინებული, რომელიც მცხოვრებელს კომფორტული, დაცული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სჭირდება — ენერგოეფექტური მასალები და მზის პანელები, რაც კომუნალურ ხარჯებს ზოგავს, ხარისხიანად მოწყობილი საპარკინგე ზონები და ავტოსადგომები, მუდმივი კონსიერჟის მომსახურება, სრულად აღჭურვილი საერთო მოხმარების სივრცეები, ბუნებრივი გამწვანება და სარეკრეაციო ზონები, რაც მობინადრეებს მშვიდად დასვენების, განტვირთვის და გართობის შესაძლებლობას აძლევს.