in

როგორ გავაფორმოთ ინტერიერი მუქ ფერებში – 5 მარტივი რჩევა

დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ მუქი ტონები ინტერიერში. ქვემოთ მოცემული ტექნიკების გამოყენება, საშუალებას მოგცემთ, ხაზი გაუსვათ ისეთ ელფერების თქვენს სახლში, როგორიცაა შავი, მუქი გრაფიტის, ღვინის ან მელნის ფერი.

რჩევა №1

მუქი ინტერიერი აუცილებლად ნაცრისფერს, შავს ან ყავისფერს არ ნიშნავს. ჩაატარეთ ექსპერიმენტები ლურჯი ან მწვანე ფერების ღრმა ტონების გამოყენებით. მაგალითად, მუქი ლურჯი კედლების ფონზე, ზურმუხტისფერი დივანი ეფექტურად გამოიკვეთება, ხოლო მქრქალი-ყვითელი ტონები ღრმა მწვანე ფონზე შესანიშვანი ვარიანტია.

რჩევა №2

დაიცავით ზომიერება და მუქი ელფერები არ გამოიყენოთ გადაჭარბებულად. თუ ისინი კედლებისა და ჭერისთვის შეარჩიეთ, მაშინ იატაკისთვის უფრო მსუბუქი ტონი გამოიყენეთ. ასევე, მუქ ფონთან კონტრასტის შესაქმნელად სივრცე ღია ფერის ავეჯით მოაწყვეთ. ამ გზით ინტერიერი უფრო ჰარმონიული გახდება.

რჩევა №3

ბნელი ინტერიერისთვის მნიშვნელოვანია ოთახის ბუნებრივი (არა ხელოვნური!) განათება. მარტივად რომ ვთქვათ, რაც მეტი ფანჯარა და მზის შუქი იქნება სივრცეში, მით უკეთესი.

რჩევა №4

ჭერი კედლების ფერში შეღებეთ, რათა ინტიმური „ყუთის“ ეფექტი შექმნათ. ასევე, შეგიძლიათ ჭერი, კედლებთან შედარებით, რამდენიმე ტონით უფრო ღიად შეღებოთ, რის შედეგადაც ოთახში უფრო მყუდრო ატმოსფერო შეიქმნება.

რჩევა №5

თუ მზად არ ხართ, რომ მუქი ფერები გამოიყენოთ ისეთ ძირითად ოთახებში, როგორებიც არის მისაღები ან სამზარეულო, ინტენსიური ტონებით სხვა ოთახების ინტერიერი გააფორმეთ – მაგალითად, სტუმრების აბაზანა, შემოსასვლელი, დერეფანი ან გარდერობი. ეს შესანიშნავი დასაწყისი იქნება თამამი ექსპერიმენტებისთვის.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა კოსტავას ქუჩაზე აგურის ელემენტებით – თამარ კაკულიას ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ ბალიში – 4 მთავარი კრიტერიუმი