თეთრი, რძისფერი, ქვიშისფერი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი და ყავისფერი – ეს ის ტონებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ე.წ. ნეიტრალური ინტერიერების შესაქმნელად. ამ ელფერების პოპულარობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არასდროს გადადის მოდიდან და შესაბამისად, არასდროს ჰბეზრდება თვალს.
ხშირად შეცდომით მიიჩნევა, რომ მინიმალისტური ინტერიერის შექმნა ნეიტრალურ პალიტრაში მარტივი პროცესია. ერთი შეხედვით, მართლაც რა პრობლემაა ღია ტონების ერთმანეთთან შეხამება? თუმცა, ამ საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდია რისკი იმისა, რომ ინტერიერი უღიმღამო და ჩამქრალი გამოვიდეს. სწორედ ამიტომ, დიზაინერები ნეიტრალური პალიტრის გამოყენებისას ხშირად იყენებენ სიმწვანეს, მსუბუქ აქცენტებსა და საინტერესო დეკორს. დღეს ჩვენ სწორედ ის მაგალითები შევარჩიეთ, რომლებშიც ნეიტრალური გამა ძალიან საინტერესოდ არის წარმოჩენილი.