ბინა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ფინეთში მდებარეობს და წარმოადგენს კომფორტულ და მყუდრო საცხოვრებელს ხუთი ადამიანისთვის. სახლის მეპატრონეებმა წინა საცხოვრებლებიდან მიღებული გამოცდილებით შეძლეს და მაქსიმალურად მშვიდი ატმოსფერო შექმნეს, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული ავეჯითა და დეკორაციებით.
არქიტექტურა ითვალისწინებს თვალწარმტაც ხედებს ქალაქზე. დიდი ფანჯრების, ხის ჩარჩოებისა და ნათელი სივრცეების წყალობით, სახლი ცარიელიც ისეთივე საინტერესოა, როგორც ავეჯითა და სხვადასხვა აქსესუარებით. ფანჯრები შენობის შედარებით წყნარ მხარეს გადაჰყურებს, საპირისპირო მხარეს კი ეზო და საცურაო აუზია მოწყობილი. ამგვარი გეგმარირება 70-იანი წლების სტილს გვაგონებს.
დიდი ზომის ფანჯრებიდან მისაღებში მზის ბუნებრივი სხივების დიდი რაოდენობა შემოდის. აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ზებრას ტყავის მსგავსი ტექსტურის ბალიში, რომელიც Artek-ის მრავალფეროვანი კოლექციიდანაა.
სახლის საერთო ფართობი 146 კვადრატული მეტრია, საიდანაც 24 კვადრატული მეტრი გარე საუნაა, ნაწილი ავტოფარეხსა და ეზოს ეთმობა, ხოლო შიდა სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული საცხოვრებელი ოთახებითა და დერეფნებით. მეპატრონეს სურდა, შედარებით დიდი მისაღები და სამზარეულო ჰქონოდა, რის გამოც გადაწყვიტა, საძინებლების ზომები შეემცირებინა.
ოთახები არ არის ძალიან გადატვირთული. აქ საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშო ზონებს, საგარდერობე სივრცესა და მოსასვენებელ ადგილებს. ფერები ბუნებრივი, მშვიდი და ჰარმონიულია, ყავისფერი და თეთრი ჩრდილები კი ინტერიერში ერთიანობის შეგრძნებებს აღვიძებს.
ოჯახს ძალიან მოსწონს დროის მისაღებში გატარება, სადაც Adea-ს დივანი, Artek-ის Aalto armchair 400 და Karuselli lounge chair არის განთავსებული. აქვე გვხვდება The 265 wall სანათი Flos-ის კოლექციიდან, ხოლო Sika-Design-ის მიერ შექმნილი The Chill ottoman სავარძელი მეპატრონემ Franckly-ის შოუ რუმში აღმოაჩინა.
დიდი ზომის პოსტერი, რომელიც სახლის ფერთა სისტემასთან ერთგვარ კონტრასტს ქმნის, ჰანა პეტერსონის მიერ არის შესრულებული.
თაროების სისტემა Artek-ის ვინტაჟური კოლექციიდანაა და 112B wall shelves-ს სახელით არის ცნობილი. კარების დიზაინი Joroisten Taiteovi-ს ეკუთვნის და სივრცეებს შორის მშვიდ და კომფორტულ გადასვლას უზრუნველყოფს.
სამზარეულოში The Perch bar stool-ის სკამი შეხამებულია მრგვალი ფორმების ავეჯთან და ნათელ ფერებთან. სკამის ეს მოდელი Nikari-ს ბრენდს ეკუთვნის.
The Siro+ chairs ოჯახმა წინა საცხოვრებლიდან გადმოიტანა. ხის მასალისგან შექმნილი სკამები განსაკუთრებით უხდება ნათელ ინტერიერს და მასში ბუნებრივი ელფერი შემოაქვს.
აქსესუარების სახით გვხვდება Alessi-ის ისეთი ცნობილი დიზაინები, როგორებიცაა The Plissé toaster და The Plissé electric kettle.
აქვეა Artek-ის Domus Chair. მუხის სასადილო მაგიდა Kuja Studio-ს კოლექციიდანაა, ზებრას პრინტის მქონე სავარძელი კი Artek-ის Domus Chair-ის სახელით არის ცნობილი.
საგარდერობე სივრცეში კარადები მუხის ხისგან არის დამზადებული. თარო, რომელიც სკამის სახითაც გამოიყენება, Skagarak-ს ეკუთვნის.
დერეფნებში განათების სახით Artek-ის A910 სანათებს ვხვდებით.
საძინებელში Sika-Design-ის მიერ შექმნილი The Chill lounge chair კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს კომფორტსა და ფუნქციურობას. Lampe de Marseille Mini-ს სანათი სახლის მფლობელმა Nemo Lighting-ის კოლექციაში აღმოაჩინა.
სააბაზანო Frammenti-ის ფილებით არის მოპირკეთებული, საშხაპე კაბინა JVG Laseja-ს დამზადებულია, ხოლო ონკანი Tapwell-ს ეკუთვნის.
1970-იანი წლების სტილის იატაკის ფილები საუნაში Pukkila’s Natura-ს ეკუთვნის. მოყავისფრო ფერის ფილებით მოპირკეთებულია როგორც იატაკი, ასევე კედლები.
ავეჯის სრული უმრავლესობა ძალიან მაღალი ხარისხისაა და სხვადასხვა ცნობილ ბრენდებს ეკუთვნის. შთაგონებისთვის გამოყენებულია ცნობილი კაფეები, შოუ რუმები, ღონისძიებები, ბაზრობები, ჟურნალები და სხვა. აღსანიშნავია, რომ შერჩეული ნივთების უმეტესობა ფინური წარმოებისაა. ინტერიერი ცხადყოფს, რომ მის მეპატრონეს დიზაინი აინტერესებს. შიდა სივრცეში იგრძნობა წესრიგი და ბალანსი, ფერები და სტილი კი ხაზს უსვამს მაცხოვრებლების ინდივიდუალურ ხასიათებს.
ეზოში ვხვდებით HAY-ს მიერ წარმოებულ Palissade outdoor furniture-ს, რომლის მკვეთრი ცისფერი ფერი იდეალურად ჯდება სახლის ხასიათებში.
საცურაო აუზს აქვს სპეციალური საფარი, რომლითაც სურვილის შემთხვევაში, აუზი სრულად იფარება და ეზოს ერთიანი, მთლიანი ზედაპირი ეძლევა.
საბოლოო ჯამში, ეს არის სახლი, სადაც ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს ჰარმონიაში ცხოვრებას. მომავალში მისი მფლობელები უფრო მეტი ხელნაკეთი ნივთისა და ხელოვნების ნიმუშის შეძენას აპირებენ, რადგან მშვიდი ფერების პალიტრა შესანიშნავად ერგება მრავალფეროვან ნახატებსა და დეკორაციებს.