in

როგორც შევქმნათ ინტერიერი, რომლის დასუფთავებაც მარტივია?

სამწუხაროა, მაგრამ სახლის ერთხელ და სამუდამოდ დასუფთავება უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თუ სწორ მასალებსა და ავეჯს შეარჩევთ, ცხოვრება გაგიადვილდებათ, დასუფთავების პროცესი კი უფრო სასიამოვნო გახდება.

შეამცირეთ ძნელად მისადგომი ადგილები

თანამედროვე ინტერიერი, როგორც წესი, კარადებსა და ჭერს შორის არსებული სივრცის გაქრობისკენ ისწრაფვის. ამას ორი მიზეზი აქვს — ვიზუალურად, ასეთი „უფსკრული“ ამახინჯებს ოთახს და, ამასთან, ძნელად მისადგომ ადგილად იქცევა, სადაც მტვერი გროვდება. პრობლემის გადაჭრის გზა ჭერამდე აღმართული შენახვის სისტემის დამონტაჟებაა.

კიდევ ერთი გზა სახლში ძნელად მისადგომი ადგილების შესამცირებლად „მცურავი“ ავეჯი და სანტექნიკაა, მაგალითად, კედელზე დაკიდებული უნიტაზები, ნიჟარები, სამუშაო მაგიდები და საწოლებიც კი.

თუ დასუფთავებისთვის შრომისა და ხარჯების შემცირება თქვენთვის პრინციპული საკითხია, ასევე გირჩევთ, უარი თქვათ მოდურ ღია თაროებზე.

ღია ფერის იატაკი

მუქი იატაკი ძალიან დრამატულად გამოიყურება, მაგრამ დრამატიზმის ხარისხი მაშინვე ეცემა, როდესაც მასზე მტვერი ჩანს. მუქი იატაკი ორჯერ ხშირად უნდა გაიწმინდოს, ვიდრე — ღია, რადგან მასზე თითქმის ნებისმიერი დაბინძურება უფრო შესამჩნევია. ასე რომ, არჩევანი აშკარაა.

იატაკი კიდევ უფრო პრაქტიკული გახდება, თუ უარს იტყვით რელიეფურ ტექსტურაზე, რომელშიც მტვერი და პატარა ნაწილაკები იჭედება. იატაკის ყველაზე არაპრეტენზიული ვარიანტები, რომელთა სველი წმენდაც შეიძლება, კვარც-ვინილის ფილები და კერამოგრანიტია. ეს უკანასკნელი დღეს სულ უფრო ხშირად გვხვდება საცხოვრებელ შენობებში, სადაც იატაკის გათბობის სისტემაა დამონტაჟებული.

კედლები, რომლებიც ირეცხება

კედლები, რომელთა გაწმენდაც სველი ღრუბლით არის შესაძლებელი, პრაქტიკული ვარიანტია ნებისმიერი ინტერიერისთვის.

პრაქტიკული არჩევანი — შპალერი ან საღებავი, რომელიც ირეცხება. თამამი და მოდური ვარიანტი — კერამიკული ან კერამოგრანიტის ფილები საცხოვრებელ ოთახებში.

სააბაზანოში მინის ტიხარი

მინის ტიხარი სააბაზანოს ინტერიერში საკმაოდ გავრცელებულ ესთეტიკურ გადაწყვეტას წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკულობის მხრივ, ეს ვარიანტი რეგულარულ წმენდასთან არის დაკავშირებული.

აქ სამი ვარიანტი გაქვთ

  1. დაივიწყეთ შუშის ტიხარი
  2. შეეგუეთ წყლის წვეთებს
  3. შეარჩიეთ ზედაპირი, რომელზეც წყალი არ ჩერდება.

ავეჯის ზედაპირის დასუფთავება

ყველაზე მოდური ინტერიერიც კი უმნიშვნელოდ გამოიყურება, როდესაც დივანზე ლაქები ჩნდება. თუმცა ჩვენს რეალობაში შეგიძლიათ ავეჯის ზედაპირს ქიმწმენდა ჩაუტაროთ. ცხოვრების კიდევ უფრო გასაადვილებლად და ფულის დაზოგვის მიზნით, შეარჩიეთ ავეჯი ნატურალური, ასევე ხელოვნური ტყავის ან ისეთი საფარით, რომლის მოხსნა და გარეცხვაა შესაძლებელი.

რელიეფურ ზედაპირზე უარის თქმა

რელიეფური ზედაპირები ამ წლის მთავარი ტენდენციაა, თუმცა თუ დასუფთავების სიმარტივე თქვენთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მოდა, ასეთ ვარიანტზე უარი უნდა თქვათ, განსაკუთრებით სამზარეულოში, სადაც ცხიმი და მტვერი ვერტიკალურ ჩაღრმავებებში გროვდება.

გახსოვდეთ, რომ მინიმალიზმი პანაცეა არ არის

როგორც ჩანს, მინიმალიზმი საცხოვრებელი ფართისთვის ყველაზე პრაქტიკული არჩევანია, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ რაც უფრო ვიზუალურად სტერილური იქნება მინიმალისტური სივრცე, მით უფრო გამოიკვეთება ნებისმიერი წვრილმანი.

მინიმალიზმს არ მოსწონს შემოქმედებითი არეულობა, მინიმალისტური ინტერიერის ესთეტიკის შესანარჩუნებლად, ყველაფერი ზედმეტი დაფარული უნდა იყოს.

როგორ შევუხამოთ შიდა კარის სტილი ჩვენს ინტერიერს? – მარტივი გზამკვლევი

ბინა კოსმოსური თემატიკით ბოჭორმის ქუჩაზე – დათო ცაბაძის ინტერიერი