in

ტიხრების გარეშე შექმნილი არასტანდარტული ინტერიერი შვეიცარიაში

სახლი, რომლის შესახებაც გიამბობთ, შვეიცარიაში, ჟენევაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 120 კვადრატული მეტრია. ერთი შეხედვით დახვეწილი და საინტერესო ინტერიერი საკმაოდ თამამი და გაბედული დიზაინ გადაწყვეტილების ირგვლივაა დაპროექტებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ინტერიერში არ არის გამოყენებული კედლები, ტიხრები თუ სხვა რაიმე საშუალებები, რომლებიც ოთახებს ერთმანეთისგან გამოყოფს და, შესაბამისად, თითოეული საცხოვრებელი ზონა,  მათ შორის მისაღები, სამზარეულო, საძინებელი ერთ სივრცეშია განლაგებული.

სამყაროში ახალი დიზაინ ტენდენციების ძებნა და საინტერესო გადაწყვეტილებების მიღება უწყვეტი პროცესია, რომელიც ემსახურება სახლის მაცხოვრებლებისთვის კომფორტული, მყუდრო ადგილის შექმნას, რომელიც იძლევა საკმარისი რაოდენობით სივრცეს, სინათლეს, გამორჩეულ ესთეტიკასა და ელეგანტურ ატმოსფეროს. ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და ესაუბრებიან სწორედ საკუთარ საცხოვრებლებში, რის გამოც აქ ოჯახური და თბილი განწყობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს კონკრეტული პროექტი სხვა ინტერიერებისგან განსხვავდება. საცხოვრებელი მოწყობილია ყოფილ სტომატოლოგიურ კლინიკაში. დიზაინერებმა მიიღეს საკმაოდ საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება, რომ სივრცეები დაეტოვებინათ გაერთიანებული და შეექმნათ ინტერიერი ზონირებისა და ტიხრების გარეშე. ბინა სტრუქტურულად თავისუფალია, აქვს რამდენიმე ფანჯარა და მინის კედლები, საიდანაც ოთახები ბუნებრივი სინათლით ივსება და მას ძალიან ელეგანტურ იერს აძლევს.

იმის გამო, რომ სახლს არ აქვს გამყოფი კედლები, ამ როლს ფერადი და დახვეწილი ფარდები, კარადები, თაროები და სხვა მსგავსი დეტალები ასრულებს. ამის ხარჯზე ინტერიერი აერთიანებს ტექსტურას, ავეჯს, ნათელ კუთხეებს და აღვიძებს განსხვავებულ შეგრძნებებს, როგორც ვიზუალურად, ასევე ემოციურადაც.

მასალის სახით ძირითადად ხის პანელებია გამოყენებული. ავეჯს, ხალიჩებსა და სხვა ნივთებს აქვთ ცოცხალი და ფერადი ხასიათი. ინტერიერში თითოეული ელემენტი სასიამოვნო კავშირშია ერთმანეთთან და ქმნის ძალიან მსუბუქ და ბუნებრივ ატმოსფეროს.

საძინებლების სახით ორი ადგილია გამოყოფილი. ორივე მათგანი გამოირჩევა ფერების მრავალფეროვნებით და პრაქტიკული, ფუნქციური სივრცეებით. პირველში საკმარისი ადგილია როგორც საწოლისა და კარადის განსათავსებლად, ასევე სამუშაო ან მოსასვენებელი კუთხის მოსაწყობადაც, ხოლო მეორე შედარებით უფრო ღია ზონაა, რომელიც კედლებით გაფორმებული კარადებითაა გარშემორტყმული.

საერთო ესთეტიკას შესანიშნავად ერგება რბილ და თბილ ტონებში გადაწყვეტილი სააბაზანო, რომელიც სხვა სივრცეებისგან ასევე მხოლოდ სპეციალური ფარდებისა და დაბალი ხის პანელებით შექმნილი სტრუქტურით არის გამოყოფილი. ამ ზონაში სასიამოვნო ხასიათის შესაქმნელად კედლების ნაწილი მოვარდისფრო ფერის კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული, ავეჯისა და სანტექნიკის სახით კი უახლესი და თანამედროვე მოდელებია გამოყენებული.

 

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

ანტიკური ქალაქებით შთაგონებული „teamtwo“-ს პროექტი არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

Poliform – მცირე ბიზნესით დაწყებული ავეჯის გლობალური ბრენდი იტალიიდან