in

ინტერიერის დიზაინის 8 ტენდენცია მილანის დიზაინის კვირიდან

მილანის დიზაინის კვირეული (ასევე ცნობილი, როგორც Fuorisalone) რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ და ამაღელვებელ მოვლენად გლობალური დიზაინის ჭრილში. მიუხედავად ბევრი ცვლილებისა 2021 წელს, ამ გამოფენამ ბევრი ისეთი ტენდენცია დატოვა, რომელთა გათვალისწინება 2022 წლისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება დიზაინის ენთუზიასტებისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რამდენიმე ამგვარი ტრენდი გაგვეზიარებინა თქვენთვის:

მოემზადეთ მწვანესა და იასამნისფერის ნაზავისთვის

იასამნისფერი ბრუნდება. ღრმა საფირონი, ელეგანტური ლავანდა და მხიარული ჩრდილები, რომლებსაც ჩვენ უფრო მეტად ვუკავშირებთ 1980-იანებს, ვიდრე 21-ე საუკუნეს. ზურმუხტის ჩრდილებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გამოფენაზე. ოდნავ უფრო კონფრონტაციული მჟავე მწვანე უკვე დიდი ხანია ტენდენციაა ინტერიერსა და მოდაში, მაგრამ წლევანდელმა მილანის დიზაინის კვირეულმა ძლიერი საფუძველი შექმნა უფრო დამამშვიდებელი, ბუნებრივი ტონებისთვის.

3D ფორმატის ობიექტები

მსგავსი ნივთების აქტუალობა უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს. ჩვენ ხომ თანამედროვე ერაში ვცხოვრობთ, სადაც წარმოების ხერხები ვითარდება. ხერხების განვითარებასთან ერთად, დიზაინის ჩვენეული აღქმაც უფრო მეტად თანამედროვე ხდება. შესაბამისად, 3D ფორმატის ნივთები სულ უფრო დიდი სიხშირით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში.

ნარჩენებისგან დამზადებული ნივთები

დღეს ისე, როგორც არასდროს ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა ნარჩენების გადამუშავებასა და ხელახალი ნივთების დამზადებას. გარდა ამისა, ბრენდები ცდილობენ, სწორედ ამ ხერხით განავითარონ თავიანთი წილი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო აქტუალური ხდება ნარჩენებისგან დამზადებული ნივთები და ეს თავს იჩენს ინტერიერის დიზაინშიც.

მოდის აქცენტები დიზაინში

მილანის დიზაინის კვირეულზე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით თამამად წარდგნენ ისეთი ბრენდები, როგორებიც არიან: Versace, Hermes, Dior და Armani. ეს ყველაფერი კი გასაკვირი არცაა, რადგან ხშირად სწორედ მოდა კარნახობს ამა თუ იმ ობიექტების დიზაინებს. ახლა კი, როგორც არასდროს, მსგავსი ბრენდების ნაწარმი ინტერიერის დიზაინშიც აქტუალურია.

80-იანები ბრუნდება

80-იანებისთვის დამახასიათებელი დიზაინის სტილი არსად წასულა, ის ისევ აქაა და თანაც – უფრო მეტი ინტენსივობით. თუკი 80-იანებს მოესწარით, გეცოდინებათ, თუ როგორი აქტუალური იყო ისეთი მყვირალა ფერები, როგორიცაა: ჟოლოსფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი და სხვა მსგავსი ფერები. ეს ტრენდი ახლა კვლავაც იჩენს თავს და ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.

ეფექტური ბინა შარტავას ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

ტური ვანესა ჰაჯენსის ლოს ფელიზის სახლში