დღევანდელ სტატიაში ისეთ პროექტებს წარმოგიდგენთ, სადაც ინტერიერი და ექსტერიერი, ფაქტობრივად, ერთმანეთშია შერწყმული და ერთი მეორის გაგრძელებად გვევლინება. ამ ტიპის ეფექტის მისაღებად ხშირად გამოიყენება გასაგორებელი (ე.წ. სლაიდერი) კარი და დიდი პანორამული ფანჯრები, რომლებიც შენობაში ყოფნის დროსაც კი საკმაოდ ამძაფრებს ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არქიტექტურული ტექნიკა ძირითადად საზაფხულო სახლების შემთხვევაში უფრო პოპულარულია, გარემოსთან “შეზრდილი” ინტერიერს ზამთრის პერიოდში სრულიად განსაკუთრებული ხიბლი აქვს, სწორედ ამიტომ, ეს სტილი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ისეთ მიწის ნაკვეთს ფლობთ, საიდანაც ლამაზი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი, აუცილებლად გირჩევთ, დაფიქრდეთ ამ ტიპის არქიტექტურაზე.