კომპანია IPS, რომელიც სამშენებლო სფეროში მოღვაწეობს, ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და დღესდღეობით სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
IPS ინტერიერი — ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების სწორად შერჩევა, მიწოდება და მონტაჟი.
IPS ფასადი — ფასადის საინჟინრო სამუშაოების, საფასადო მასალების მიწოდება და მონტაჟი.
IPS თრეიდი — სამშენებლო მასალების გაყიდვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია თანამშრომლობს როგორც დიდ სამშენებლო კომპანიებთან, ასევე ასრულებს კერძო სახლებისა და აგარაკების მოპირკეთებას.
კომპანია ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე მრავალფეროვანი, ხარისხიანი მასალების შემოტანას და მსოფლიოს წამყვან პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის. IPS საქართველოში რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. ფასადის მიმართულებით — „Atlas Concorde“, „Equitone“, „Trespa“, „Wienerberger“, „URSA“, „Gentas“, „Kasso“, „Saray“, „Chuhadaroglu“, „SFS“, „Ejot“ -თან თანამშრომლობს, ხოლო ინტერიერის მხრივ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა — „Atlas Concorde“, „Vescom“, „Geesa“, „Ideal Standard“, „Design Parquet“, „Tece“.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც კომპანიას ქართულ ბაზარზე გამოარჩევს მისი მიდგომა და მომსახურების სერვისია. IPS-ში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრენდული მასალების მიწოდება, არამედ მათი სწორად შერჩევა. ამისთვის კი კომპანიის მომსახურების პროცესი პროექტის სიღრმისეული გაცნობით იწყება, რათა მომწოდებელი ბრენდი და მასალა კონკრეტული პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩეს.
ვინაიდან ნებისმიერი სამშენებლო პროცედურა დიდ ყურადღებასა და ენერგიას მოითხოვს, IPS-ის გუნდი ცდილობს დამკვეთს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ეს პროცესი. ამიტომ ის ძირითადად შეთავაზების რამდენიმე ვერსიას წარუდგენს კლიენტს შესაბამისი განფასებით, რათა მომხმარებელს მის საჭიროებაზე მორგებული სერვისი შესთავაზოს. ამგვარად, IPS- ერთდროულად უზრუნველყოფს პროექტის საფუძვლიან შესწავლას, პროდუქციასა და მონტაჟთან დაკავშირებით სწორი რეკომენდაციების გაცემას, მუდმივ კომუნიკაციას დამკვეთთან და საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ბრენდების ექსპერტებთან კონსულტაციას.
რაც შეეხება განხორციელებულ პროექტებს, კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლუკა მიქელაძე აღნიშნავს, რომ IPS-ის ნამუშევრები 150-მდე სხვადასხვა მასშტაბის პროექტს აერთიანებს, როგორც საფასადო, ასევე ინტერიერის მიმართულებით. სადაც ზოგიერთი მათგანი მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებასა და მასალების მიწოდებას მოიცავს, ნაწილი კი სრული პროექტის მომზადებას — პროდუქციის შერჩევას, მიწოდებასა და მონტაჟს.
ჩვენთან საუბრისას ლუკა მიქელაძე გამორჩეულ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ინტერიერის მხრივ გამოვარჩევდი „Radisson Red Tbilisi“-სა და „Radisson Tsinandali“-ის პროექტებს, რომელთათვისაც აუცილებელი იყო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მრავალფეროვანი მასალების შერჩევა და უმოკლეს ვადაში მათი მიწოდება. ასევე, გამოვყოფდი „Pullman Tbilisi Axis Towers“-ის პროექტს, რომელზე მუშაობისასაც, შენობის რთული არქიტექტურიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ისეთი პროდუქციის შერჩევა, რომელიც ტექნიკურადაც დააკმაყოფილებდა საინჟინრო კვანძებს და ამასთან, „პულმანის“ ბრენდის საერთაშორისო მოთხოვნებთანაც თანხვედრაში იქნებოდა“.
ხოლო ფასადის მიმართულებით კომპანიის დამფუძნებელი რამდენიმე ობიექტს გამოყოფს: „აღსანიშნავია „m2 მირცხულავაზე“, სადაც მნიშვნელოვანი იყო პროექტის სწრაფად დასრულება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ინჟინრების მიერ შეირჩა ისეთი ქვესისტემა და პროდუქტები, რომლებმაც საშუალება მოგვცა მონტაჟის პროცესი სწრაფი ტემპით დაგვესრულებინა. ასევე, უნდა ითქვას პროექტი — „არქი ჯიქიაზეც“, რომელიც გამოირჩევა შერჩეული და მიწოდებული მასალების მრავალფეროვნებით, ტექნიკური დატვირთვითა და მონტაჟის სპეციფიკით. ამასთანავე, გამოვყოფდი „ნექსთ ვინდემი / Windham Residences“-საც, რომლის განხორციელებისასაც მასშტაბური, კომპლექსური სამუშაო გვქონდა შესასრულებელი მოკლე ვადებში და გვეამაყება, რომ წარმატებით გავართვით თავი ამ დავალებას“.
ხაზგასასმელია ისიც, რომ IPS ჩართულია „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში, რომლის დახმარებითაც კომპანიამ ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიძინა.
„2025 წლიდან ამ დანადგარების გამოყენებით ჩვენს საწარმოში გადავამუშავებთ ინტერიერის მასალებს, ვაწარმოებთ სხვადასხვა ტიპის კედლის და ჭერის მოსაპირკეთებელ პანელებს, სამზარეულოს ზედაპირებს და სპეც ავეჯს – საავადმყოფოს, სასტუმროს, სარესტორნო და გარე მოხმარებისთვის. რის შედეგადაც, მკვეთრად გაიზრდება ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი. საწარმოში დაახლოებით 25-30 ადამიანი გვეყოლება დასაქმებული, წამყვანი სპეციალისტების გადამზადებას კი ევროპაში ვგეგმავთ“, — აღნიშნავს ლუკა მიქელაძე.
კომპანია ორიენტირებულია ინტერიერისა და საფასადო მიმართულებით საქართველოში საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობაზეც და ამ კუთხით მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, IPS-ის გუნდის მიზანია, პროდუქციისა და მომსახურების სერვისების მაქსიმალური ზრდა და მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება, რომელიც მათ სამშენებლო თუ სარემონტო პროცესს გაუმარტივებს.
„ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე გავზარდოთ პროდუქტების და მომსახურებების სპექტრი ისე, რომ სრულად მოვიცვათ საფასადო სამუშაოები. ამით დეველოპერულ კომპანიებს საქმეს გავუმარტივებთ, ვინაიდან ყველა ტიპის საფასადო სერვისის მიღებას ერთი მომწოდებლისგან შეძლებენ: იქნება ეს ვენტილირებადი ფასადი, მოაჯირი, ვიტრაჟი, კარ-ფანჯარა თუ სხვა პროდუქტი ან მომსახურება. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები, ვმუშაობთ კომპლექსურ პროექტებზე, თუმცა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდი ზრდა გველის. ასევე, წლის ბოლოს რამდენიმე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს დავასრულებთ, რომელსაც ფართო აუდიტორიას აუცილებლად გავუზიარებთ“, — ამბობს IPS-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლუკა მიქელაძე.
[R]