in

ხმის იზოლაციის პრობლემა ახალ აშენებულ კორპუსებში – როგორ შევამციროთ ხმაური?

ახალ სახლში გადასვლა ბედნიერ მომენტებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ეს სიხარული არავინ და არაფერმა უნდა გაგვიფუჭოს. საცხოვრებელი სივრცის შექმნა იმდენად დიდ დროსთან და ხარჯებთან ასოცირდება, რომ მომავალი ბინადრისთვის არ უნდა არსებობდეს სულ უმცირესი დეტალიც კი, რომელიც მას უკმაყოფილოს დატოვებს.

თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად საპირისპირო სურათს ვიღებთ, როდესაც გადავდივართ ახალ ბინაში და გვაწუხებს მეზობლების, ან ქუჩიდან შემოსული ხმაური. ალბათ, ბევრს გეცნობათ სიტუაცია, როცა ოთახში მშვიდად წამოწოლილს, მეზობლისგან ისეთი ხმა გესმით, თითქოს ის მეორე ოთახში ლაპარაკობს, რაც, რა თქმა უნდა, დიდი დისკომფორტია.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ? გამოსავალი სწორად შესრულებულ ხმის საიზოლაციო სამუშაოებშია. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომპანია IPS Trade-ის მმართველ პარტნიორს, გიორგი ასათიანს გავესაუბრეთ.

გიორგი, რა პრობლემებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხმის საიზოლაციო სამუშაოების არარსებობამ?

დავიწყებ იმით, რომ ძირითადად ეს პრობლემები თავს იჩენს ახალაშენებულ კორპუსებში, რადგან ხშირად გამორჩენილია ხმის იზოლაციის საკითხი. მომხმარებელს ხვდება მოპირკეთება, კეთილმოწყობილი სადარბაზო, გარემონტებული ბინა და სხვა კომფორტი, მაგრამ იწყებს ცხოვრებას ახალ ბინაში და აღმოაჩენს, რომ აწუხებს სხვადასხვა ტიპის ხმაური.

ყველაზე დიდ პრობლემას მეზობლის საცხოვრებელი სივრციდან ჩამოსული ხმაური წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული, სართულებს შორის იზოლაციაა, სართულებს შორის გამყოფი ფილა კი იზოლაციის გარეშე ხმაურის გადამტანია.

თქვენი გამოცდილებით, რატომ ხდება ისე, რომ ხმის იზოლაცია ხშირად უგულებელყოფილია მშენებლობაში?

გამოვყოფდი რეგულაციების არარსებობას, რომლებიც ყველას დაავალდებულებდა ხმის იზოლაციის გათვალისწინებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ შეღავათიან ფასად შესაძლებელია ხმის საიზოლაციო მასალების შეძენა და მშენებლობისა თუ რემონტის დროს გამოყენება.

რას გულისხმობს ცნება „კარგი ხარისხის თბოხმის იზოლაცია”, რაზეა დამოკიდებული მასალის ხარისხი?

მაღალი ხარისხის განსასაზღვრად პროდუქტი რამდენიმე მახასიათებელს უნდა აკმაყოფილებდეს.

URSA -არის ერთადერთი ბრენდი საქართველოში, რომელიც უშუალოდ იწარმოება ევროპაში და შეღავათიან ფასად ხელმისაწვდომია ბაზარზე. კომპანიას გააჩნია 70 წლიანი გამოცდილება თბო და ხმის იზოლაციის მიმართულებით, მისი ექსკლუზიური შემომტანი საქართველოში კომპანია IPS Trade -ია. პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა და ნესტგამძლე. ამასთან, გამოირჩევა მონტაჟის სიმარტივით – თუკი მსგავსი მასალები ხშირად უხეშია და სუსხავს კანს, Ursa-ს შემთხვევაში ეს პრობლემა არ არსებობს.

Ursa-ს თბო-ხმის საიზოლაციო მასალები შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი მიმართულებებით :

  • სართულებს შორის თბო-ხმის საიზოლაციოდ
  • გამყოფ კედლებს შორის თბო-ხმის საიზოლაციოდ
  • სხვადასხვა ტიპის სახურავების თბო-ხმის საიზოლაციოდ
  • ფასადების თბო-ხმის საიზოლაციოდ

შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და ჩამოვთვალოთ ის უპირატესობები, რაც ხმის საიზოლაციო მასალებს გააჩნია.

პირველი და მნიშვნელოვანი უპირატესობა უკვე ზემოთ ვახსენეთ, ეს არის ხმაურის შეზღუდვა ჩვენს საცხოვრებელში, ბინა იქნება ეს თუ კერძო სახლი.

მეორე არანაკლებ ყურადსაღები უპირატესობაა თერმოიზოლაცია, ანუ გარდა იმისა, რომ ახშობს ხმას, ის ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურასაც, რაც ზოგავს კომუნალურ ხარჯებს და მობინადრე ორმაგად მოგებული რჩება.

კომპანია IPS 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს. სამშენებლო მასალების წოდება-რეალიზაციის მიმართულებით შესრულებული პროექტების დათვალიერება კი IPS-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

[R]

როცა გამწოვის დამონტაჟება სამზარეულოს კუნძულის თავზე გვსურს – რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის ეტაპზე?

Render Group: საერთაშორისო დონის კოლაბორაცია და წარმატებული 3D ანიმაცია