in

გაიცანით IPS თრეიდის პროექტები, სერვისები და საერთაშორისო ბრენდები

IPS
IPS

სამშენებლო სფეროში მოღვაწე, ქართულ ბაზარზე გამორჩეული კომპანია IPS, რომელმაც საქმიანობა 2016 წელს დაიწყო, სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

IPS ინტერიერი — საკონსულტაციო მომსახურება, ინტერიერის მასალების შერჩევა და მიწოდება;

IPS ფასადი  — ფასადის პროექტირება, საფასადო მასალების შერჩევა, მიწოდება და მონტაჟი;

IPS თრეიდი  — სამშენებლო, ძირითადად კი, თბო-საიზოლაციო მასალების მიწოდება.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ IPS-ის ინტერიერისა და ფასადის მიმართულებაზე, დღევანდელ სტატიაში კი  IPS თრეიდზე გავამახვილებთ ყურადღებას და დეტალურად გაგაცნობთ თუ რა მომსახურებას მოიცავს ის.

IPS თრეიდი საფასადო, ინტერიერის და ზოგადად, სამშენებლო მასალების მოწოდება-რეალიზაციის მიმართულებით მუშაობს. კომპანიის დამკვეთები არიან როგორც მსხვილი სამშენებლო კომპანიები და პროექტები, ასევე კერძო პირები, ვინც სახლს, აგარაკს ან ვილას იშენებს.

აღსანიშნავია, რომ საიზოლაციო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, ევროპული ბრენდის — URSA-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ IPS თრეიდია. URSA არის პირველი ევროპული ბრენდი ქართულ ბაზარზე, რომლის თბო-ხმის საიზოლაციო მასალების შეძენა მსურველებს საქართველოში შეუძლიათ, რაც დიდი უპირატესობაა. URSA-ის გარდა, IPS თრეიდი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Fiore (სააბაზანე და სამზარეულოს აქსესუარები); Artemis (საშხაპე-კაბინები და სააბაზანო აქსესუარები); Normdoor (კარები).

IPS თრეიდი, IPS-ის სხვა მიმართულებების მსგავსად, მაღალი ხარისხის მომსახურებით და კომფორტული სერვისით ხასიათდება, შესაბამისად, მომსახურების მიწოდება მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე ხდება პროექტის შესწავლა, მზადდება მასალების რამდენიმე ვერსია შესაბამისი ბიუჯეტით და ტექნიკური გადაწყვეტილებებით. მას შემდეგ, რაც დამკვეთი აარჩევს მასალას, თანხმდება მიწოდების ვადები და ხელშეკრულების სხვა პირობები, ამის შემდეგ კი მასალების შეკვეთა მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხვილი პროექტების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება შერჩეული პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის ჩართვა, რათა ყველა ტექნიკური დეტალი სწორად შესრულდეს. სერვისი გრძელდება პროდუქციის მიწოდების შემდეგაც  — IPS თრეიდი გასცემს პროდუქციის შენახვა–დასაწყობების და გამოყენების რეკომენდაციებს და მონიტორინგს ადგილზეც ატარებს.

IPS თრეიდში დიდი ყურადღება ექცევა მასალებთან მომუშავე მშენებლების, ხელოსნების და ინჟინერ-არქიტექტორების ინფორმირებას მონტაჟის თუ პროდუქტის გამოყენების ტექნიკურ საკითხებზე. კომპანიის ინტერესშია, რომ მის მიერ მოწოდებული სამშენებლო მასალები მიზნობრივად და სიზუსტით იქნას გამოყენებული. სწორად ამ მიზნით, 4 ოქტომბერს IPS თრეიდი მასპინძლობს URSA-ს ბრენდის თბო-ხმის საიზოლაციო თანამედროვე მასალების პრეზენტაციას.

პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები გაეცნობიან უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქციას და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თბო-ხმის იზოლაციის მიმართულებით. ღონისძიებას დაესწრება მშენებლობის სფეროს 100-მდე წარმომადგენელი: არქიტექტორები, მშენებლები, პროექტის ხელმძღვანელები, ექსტერიერ-ინტერიერის დიზაინერები, დეველოპერები და სარემონტო კომპანიები.

ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ საშუალება, პირადად დაუსვან ტექნიკური შეკითხვები URSA-ს წარმომადგენლებს და ფიზიკურად დაათვალიერონ ნიმუშები.

პრეზენტაციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია „IPS“-ს, შესაბამის მისამართზე: info@ips.ge.

[R]

ესპანური ტრადიციებით აგებული თანამედროვე ვილა კოსტა დელ სოლში

როგორ შევქმნათ საინტერესო ფერთა პალიტრა საცხოვრებელ სივრცეში – 5 პრაქტიკული რჩევა