in

შენობა, რომელიც იცვლება და ვითარდება – DUA-ს ნამუშევარი ირლანდიაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ირლანდიაში, სოფელ რატოათში მდებარეობს. მის მეპატრონეებს კი ამ სოფელთან ღრმა ისტორიული კავშირები გააჩნიათ. შესაბამისად, როდესაც არქიტექტურულ სტუდია DUA-ს მისი აშენება დაევალა, არქიტექტორები ძალიან დიდი სიფრთხილითა და შინაარსით მოეკიდნენ ამ საქმეს.

“ფორმა და განლაგება შთაგონებულია ადგილობრივი, ხალხური ენით და, კერძოდ, ირლანდიური ფერმის ტიპოლოგიით, რომელიც მთელ რეგიონშია გავრცელებული. შენობა სამი ეზოსა და სამი ბუხრის გარშემოა მოწყობილი,” – ამბობენ არქიტექტორები.

თავად შენობა შიდა ეზოს გარშემოა აგებული და მისი თითოეული ფრთა საგულდაგულოდ არის განლაგებული დღის განათებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების შესაბამისად. საძინებლები და კერძო სივრცეები უფრო მეტად ლანდშაფტის ხედისკენაა განლაგებული. შენობის ამგვარი განლაგება გარკვეულწილად შლის საზღვრებს შიდა და გარე სივრცეებს შორის.

თავად ოთახები შექმნილია დღის სინათლის შეღწევადობის ოპტიმიზაციისა და თითოეული სივრცის შესაბამისი ხედების ვიზუალიზაციაზე დაყრდნობით. გამომდინარე იქიდან, რომ შენობას სჭირდებოდა სიმშვიდე და ბუნებასთან ღრმა კავშირი, არქიტექტორებმა გამოიყენეს სუფთა, პრიმიტიული ფორმები და მასალების მარტივი ვარიაცია ამ მშვიდი ატმოსფეროს მისაღწევად და დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილის შესაქმნელად. მთელ სახლში ხე, ქვა და თაბაშირია, ძირითადად, გამოყენებული.

“შენობას დამკვეთებმა დაარქვეს სეოიდინი, რაც ინგლისურად ნიშნავს “პატარა სამკაულს” და ჩვენი აზრით, ეს შესანიშნავი აღწერაა. შენობა გამვლელისთვის მარტივი და დაუჯერებელი ჩანს და სივრცეში შესვლისას მისი ბუნდოვანება და სივრცითი სირთულე ნელ-ნელა თავს იჩენს და ქმნის სახლს, რომელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება.”

არქიტექტურული სტუდია: DUA
ფოტოგრაფი: Shane Lynham

რამდენიმე გზა, თუ როგორ შეუძლია ჭკვიან ტექნოლოგიებს ცხოვრება უფრო ჯანსაღი გახადოს

სადა და ნათელი ბინა ფიქრის გორაზე – ნინო ბერიძის ინტერიერი