in

Italia lounge-ის რბილი ავეჯის უნიკალურობა, რომელიც პროფესიული გამოცდილების შედეგად წარმოიშვა — ინტერიერის დიზაინერ შორენა ოქროპირიძის რეკომენდაცია

რბილი ავეჯი ფუნქციური და ესთეტიკურად მიმზიდველი სივრცის მისაღებად უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც ოთახის კომფორტსაც უზრუნველყოფს და ინტერიერის ესთეტიკურ მხარესაც განსაზღვრავს. თანამედროვე დიზაინში რბილი ავეჯის თითოეულ მოდელს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა და ფერი, ფაქტურა, დიზაინი თუ მწარმოებელი ბრენდი დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ირჩევა, რათა ავეჯმა უზრუნველყოს მისი მოხერხებული გამოყენება, მიმზიდველი დიზაინი და დიდი ხნის განმავლობაში მოგვემსახუროს.

მსოფლიო ბაზარზე ავეჯის წარმოებით საყოველთაოდ აღიარებულია იტალიური დიზაინი, რომელიც ელეგანტურობასა და ფუნქციურობას აერთიანებს. ამ მხრივ კი გამორჩეულ ადგილს იკავებს რბილი ავეჯის ბრენდი Italia lounge, რომელიც იტალიური მრავალწლიანი პროფესიული ცოდნით, ტრადიციებისა და თანამედროვე მიდგომების სინთეზით მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი მასალის, დახვეწილ რბილ ავეჯს აწარმოებს. ავეჯის ბრენდსა და ზოგადად რბილი ავეჯის მნიშვნელობაზე დღეს გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი, ინტერიერის დიზაინერი — შორენა ოქროპირიძე:

„გასათვალისწინებელია, რომ ავეჯი აქცენტური, თითოეულ დეტალთან ჰარმონიულად შერწყმული უნდა იყოს და კომფორტულობით გამოირჩეოდეს. სწორედ ამიტომ, სახლის მოწყობისას ავეჯის შერჩევას დიდი ყურადღება ექცევა. რბილ ავეჯს ინტერიერში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, მას სივრცეში სიმყუდროვე შემოაქვს. ამასთან ერთად, რბილი ავეჯი ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს და მას დახვეწილობასა და  ელეგანტურობას ანიჭებს.

შორენა ოქროპირიძე

Italia lounge-ის რბილი ავეჯი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება, რომელიც მას ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან კომპანიად და გაყიდვად ბრენდად აქცევს.

უმაღლესი ხარისხის მასალები — Italia lounge იტალიური ბრენდი, რომლის ისტორია მე-20 საუკუნიდან იწყება, შეიქმნა მაღალ ხარისხზე დაფუძნებული დიზაინით და მრავალწლიანი გამოცდილებით, რაც დღესდღეობით კომპანიის თითოეულ მოდელში იგრძნობა. Italia lounge-ის პროდუქცია დამზადებულია გამძლე მასალებისგან, ხისა და მეტალის კარკასისგან, რაც ავეჯის სიმტკიცესა და მედეგობას უზრუნველყოფს. იტალიური ბრენდი იყენებს უმაღლესი ხარისხის ქსოვილს, რომელიც წამყვანი იტალიელი ტექსტილის მწარმოებლების მიერ მზადდება, რის გამოც ხშირი მოხმარების მიუხედავად, ავეჯის ზედაპირი დიდი ხნის განმავლობაში პირველადი სახით ნარჩუნდება.

ფუნქციურობა და კომფორტი — როგორც შორენა ოქროპირიძე გვიხსნის, ავეჯის უმთავრესი ფუნქცია კომფორტის შექმნა და ვიზუალური ეფექტის მოხდენაა, ამიტომ მისი შერჩევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

ავეჯი ყოველდღიურად გვჭირდება დასვენებისა თუ მუშაობისთვის, ამიტომ თითოეულ მოდელს თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს და გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ესთეტიკურად ალამაზებს სივრცეს და ჩვენს განწყობაზე ზემოქმედებს. არასწორად შერჩეულმა ავეჯმა შესაძლოა, ინტერიერს დაუკარგოს სახე და ვერ მოგვანიჭოს ის კომფორტი, რომელსაც მისგან ველით”.

სწორედ ფუნქციურობითა და კომფორტით გამოირჩევა Italia lounge-ის პროდუქცია, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს უზრუნველყოფს და დასვენებისა თუ მუშაობისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად იტალიური ბრენდი იყენებს ბატის ბუმბულის შიგთავსს, რაც ავეჯის სირბილესა და სინაზეს განაპირობებს. მაღალი ხარისხის ქსოვილი კი სასიამოვნო ზედაპირს უზრუნველყოფს.

ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება — ბრენდი გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით, სიახლეების დანერგვითა და ტრადიციულ გადაწყვეტილებებთან ერთად, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. Italia lounge-ი რბილი ავეჯის მიმართულებით იყენებს სარელაქსაციო მექანიზმებს, მექანიკურ და ელექტრო სისტემებს, რომლებიც პულტის მეშვეობით იმართება და სურვილისამებრ, ავეჯის რეგულირებისა და ფორმირების შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, ბრენდი წარმოებაში ეკომეგობრულ მასალებს მოიხმარს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დიზაინის მდგრადობას და გარემოზე ზიანის მინიმუმამდე შემცირებას.

ავეჯის დიზაინის სამყარო მუდმივად ვითარდება. წლევანდელი ტენდენციების მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, დროთა განმავლობაში ავეჯი გახდა პიროვნული გამოხატვის საშუალება, ამიტომ წელს ყურადღება მახვილდება ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც სასიამოვნოა არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ ჩვენს ღირებულებებსა და ცხოვრების სტილსაც შეესაბამება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკოლოგიური მასალების გამოყენებაც, რათა შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება. იტალიური ბრენდი Italia lounge-ი კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს ითვალისწინებს, მაღალი ტექნოლოგიებითა და ხარისხით გამოირჩევა და მრავალფეროვანი დიზაინის უნიკალურ ნამუშევრებს ქმნის”, — ამბობს შორენა ოქროპირიძე.

მრავალფეროვანი დიზაინი და დახვეწილი ესთეტიკა — Italia lounge-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ესთეტიკური მხარე და მრავალფეროვანი, დახვეწილი დიზაინია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა მასალის, ტყავისა თუ ქსოვილის ფაქტურის, ორიგინალური დიზაინის მოდელებს, რომლებიც დეტალებზე ორიენტირებული ვიზუალითა და თანამედროვე თუ კლასიკური სტილით ხასიათდება. ეს კი საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ტიპის ინტერიერს შევუხამოთ ავეჯი და სივრცეში განსაკუთრებული აქცენტები შევქმნათ.

„Italia lounge-ი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, მაღალი ხარისხითა და დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა. ბრენდი უპირატესობას ფლობს მაღალი ხარისხის ქსოვილებითა და მრავალფეროვან ფორმებთან ერთად, ბატის ბუმბულის შიგთავსით მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. მოდელების გამძლეობა და სიმტკიცე კი უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი გამოყენების გარანტიას იძლევა”, — ამბობს შორენა ოქროპირიძე.

აღსანიშნავია, რომ იტალიური რბილი ავეჯის ბრენდის Italia lounge-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმ — „Mosaics“-შია შესაძლებელი, სადაც ევროპული წამყვანი ბრენდების გამორჩეული მოდელებია წარმოდგენილი.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ გამოვიყენოთ ლურჯი და მწვანე ფერები ისე, რომ ჰარმონიული გარემო მივიღოთ

ბუნებრივი მასალებითა და ფერადი აქცენტებით შექმნილი ჰარმონიული ინტერიერი გომის ქუჩაზე — ქეთი მაკალათიას ინტერიერი