“სტილი, რომელიც გადადის შინაარსში, მარადიული ელეგანტურობის წყალობით.”
ნეიტრალური ფერები, სასიამოვნო ქსოვილები, სიმარტივე და კომფორტი – ოდესღაც ამგვარი დიზაინი იტალიის ყველასთვის საყვარელ და საოცნებო ნაწილში, კომოში დაიბადა. ამ დიზაინს სწორედ ამ ჩრდილო იტალიური ქალაქის განწყობა ახლავს თან – მარტივთან ერთად, ის მდიდრული და სასურველია.
საუბარი 80-იან წლებში პიერო რედაელისა და მისი ცოლის, ისიდას მიერ შექმნილ ბრენდზე – Ivano Redaelli-ზე გვაქვს. კომპანიის წარმოშობა უკავშირდება ერთ იტალიურ ოჯახს, რომელიც განთქმული იყო მაღალი დონის, დახვეწილი და ელეგანტური ტექსტილის წარმოებით. 1960 წლიდან ყოველივე ამას ფორმა მიეცა და კავალერმა დელ ლავორომ ( შრომის დამსახურების ორდენის კავალერი), იგივე პიერო რედაელიმ ცოლთან, ისიდასთან ერთად, დააარსა ბრენდი “Redaelli Ricami”. ისინი იმ დროისთვის უკვე მაღალი ხარისხის თეთრეულის წარმოებით გამოირჩეოდნენ.
შემდეგ უკვე, როდესაც კომპანიას ვაჟები – ივანო და ნიკოლეტა ჩაუდგენენ სათავეში, ბრენდს უფრო საერთაშორისო სახე მიეცა. ივანომ ყველა დაარწმუნა, რომ კომპანიას სიახლე სჭირდებოდა და ეს სიახლე არამხოლოდ თეთრეულის განახლება, არამედ სრულიად ახლებური დიზაინისა და კონცეფციის ავეჯის შექმნა იყო. მისი დიდი სურვილი იყო, Ivano Redaelli ყოფილიყო ბრენდი, რომლის პროდუქციაზეც წარწერა “დამზადებულია იტალიაში” მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდებოდა. შედეგად, ბრენდმა სრული რევოლუცია განიცადა და დღეს ის ავეჯისა და ქსოვლიების მიმართულებით მუშაობს.
ივანო რედაელის კოლექცია წარმოიშვა ხანგრძლივი ტრადიციიდან, რომელიც შერწყმულია მაღალი ხარისხის ნედლეულისადმი პატივისცემით, დიზაინისა და ელეგანტურობის თანდაყოლილი გრძნობით და მუდმივი, შემოქმედებითი კვლევით. მისი ფილოსოფიით ავეჯი სენსორულ გამოცდილებას უკავშირდება – ანუ, ის უნდა იყოს სამაგალითოდ კომფორტული და სასიამოვნო. ალბათ ამიტომაცაა, რომ საამისოდ, რედაელი ფუფუნების ისეთ ქსოვილებს იყენებს, როგორებიცაა: ქაშმირი, ბეწვი, ზამში, ტყავი და ა.შ სწორედ ამ ქსოვილებით გვხვდება ბრენდის პროდუქცია, იქნება ეს: პუფები, ხალიჩები, სკამები, სავარძლები და დივნები თუ სხვა. რედაელი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ჭეშმარიტ სტილს და ელეგანტურობას ნებისმიერ სივრცეში.
ათწლეულების განმავლობაში, კომპანია გახდა ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ფუფუნებასა და ექსკლუზიურობას, ამავე დროს ინარჩუნებს ძლიერ იდენტობას, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული მის საუკეთესო ხელოსნურ ტრადიციებში. ივანო რედაელის კოლექციები ხდება ელეგანტურობის, მუდმივი ფუფუნების და უკიდურესი დახვეწილობის სინონიმი, თანდათანობით მისი პროდუქცია იქმნება ინტერიერის დიზაინერებისთვის და საერთაშორისო მყიდველებისთვის.
ივანო რედაელს ავეჯის საკმაოდ ბევრი სერია აქვს დღემდე შექმნილი. გვსურს, გაგიზიაროთ რამდენიმე მათგანი:
You And Me
ამ სერიის ქვეშ გაერთიანებული საწოლები ორ ვარიაციად გვხვდება: ესაა ცალკეული საწოლი და კუნძულიანი საწოლი. მათი სტრუქტურა დამზადებულია მყარი ფიჭვისგან. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელებს გადაკრული ქსოვილები მთლიანად ეხსნებათ.
Astrid
გლამურული ასტრიდის საწოლს აქვს რბილი ხის სტრუქტურა არაფორმირებადი პოლიურეთანის შიგთავსით. ელეგანტური გარე საფარი არის კომბინირებული ხავერდოვანი პოლიესტერისგან, რომელიც თავისუფლად ეხსნება მას. საწოლის ბაზა დამზადებულია წიფლნარებით.
Friz & Frizzino
ესენია პუფისმაგვარი, რბილი სავარძლები, რომელიც ივსება პატარა, პოლისტიროლის ბურთებით. მისი საფარის მოხსნა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.
Aston
ასტონის ყავის მაგიდა შედგება რეგულირებადი სპილენძის ფუძისგან და ზედა ნაწილში ჩასმულია კაკლის ან მარმარილოს საფარი. აქვს სამი განსხვავებული ზომა.
Pret-a-Porter
ესაა კაბინეტი/გარდერობი, რომელიც დამზადებულია ფოლადის ჩარჩოსგან. ის ხელმისაწვდომია მრავალი განსხვავებული ვერსიით და შესაძლებელია მისი აქსესუარების შერჩევა სარკეს, პატარა მაგიდას, ნათურას, კაკალსა და უჯრებს შორის.