in

ჟან-მარი მასო – ცნობილი ფრანგი დიზაინერი, გამომგონებელი და არქიტექტორი

ჟან-მარი მასო ფრანგი დიზაინერია, რომელიც 1966 წელს ტულუზაში დაიბადა, ქალაქში, სადაც უმაღლეს დონეზეა აყვანილი კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები. შესაძლოა, მის სტილსა და დიზაინს სწორედ ეს პრინციპები გადმოსცემდეს, რადგან მასოს თითოეულ პროდუქტში იგრძნობა თანამედროვე სტილისა და ისტორიის სასიამოვნო ბალანსი.

დიზაინერმა სამრეწველო დიზაინი École Nationale Supérieure de Création Industrielle (ENSCI) – ში შეისწავლა, სადაც 1990 წელს ხარისხი მიიღო და 1991 წლიდან უკვე დაიწყო საკუთარი კარიერა ჰონგ-კონგში, როგორც მასობრივი წარმოების დიზაინერმა. მოგვიანებით, 1996 წელს, მან პარიზში საკუთარი დიზაინის სტუდიის გახსნაც მოახერხა.

2000 წელს მასომ და მისმა პარტნიორმა დანიელ პუზეტმა დააარსეს Studio Massaud, რომელიც აერთიანებდა არქიტექტურასა და დიზაინს. აქ მან ითანამშრომლა რამდენიმე ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან, მათ შორის გარდამტეხი იყო AXOR, თუმცა იყვნენ ისეთი ბრენდებიც, როგორებიცაა Cacharel, Foscarini, Lancôme, Paloma Picasso, Renault და Toyota.

მასო ყოველთვის ადევნებდა თვალს გარშემო არსებულ ტენდენციებს და დიდ ყურადღებას უთმობდა ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც მისი თითოეული პროდუქტი, იქნებოდა ის აბაზანისთვის, მისაღებისთვის თუ სხვა რაიმე სივრცისთვის განკუთვნილი, ყოველთვის ორიენტირებული იყო ორგანულ და ხარისხიან წარმოებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მისი ნამუშევრები აერთიანებს სიამოვნების, პასუხისმგებლობების, ინდივიდისა და კომფორტის შეგრძნებას და ორიენტირებულია გარემოსდაცვით საკითხებზე.

დიზაინერმა გამოხატვის საკუთარი სტილი შეიმუშავა და შექმნა არაერთი უნიკალური ნამუშევარი. მას საკუთარი ნამუშევრებით სურს ადამიანებისთვის საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცეების გაუმჯობესება და კომფორტის შექმნა, რაც იდეალურად არის ასახული AXOR-ისთვის შექმნილ სააბაზანოს კოლექციაში.

მისი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი და გამორჩეული ნამუშევარია სტადიონი მექსიკაში, ქალაქ გვადალახარაში, სადაც ინტეგრირებულია ურბანული განვითარების უზარმაზარი პროგრამა, რომელიც აერთიანებს დასვენებას, კულტურას, ბუნებასა და ურბანიზაციის პრინციპებს. პროექტი 2011 წელს დასრულდა და სტანდარტული სტადიონის ნაცვლად, დიზაინერმა ხალხს შესთავაზა ბუნებით შთაგონებული განსაკუთრებული გარემო, რომელიც ორიენტირებულია მნახველებისთვის სიმყუდროვის შექმნასა და სიამოვნების მინიჭებაზე.

გარდა ამისა, მას ასევე აქვს სხვა გამორჩეული და ძალიან ცნობილი ნამუშევრები, მათ შორის:

ყავის მაგიდა – MUSH 

ტყავის სავარძელი – TERMINAL 1

სავარძელი – LE CLUB

მარმარილოს მრგვალი მაგიდა – JANE

ბენჩი – CLAYTON

ქალაქგეგმარება, როგორც სივრცის სწორად განვითარების შესაძლებლობა — ინტერვიუ ოთარ ხვედელიძესთან

KAPSARC – ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული კვლევისა და კულტურის ცენტრი საუდის არაბეთში