ჟან პრუვე თავისუფალი აზროვნების პიონერია დიზაინსა და არქიტექტურაში. დღეს ფრანგი დიზაინერი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ავეჯით, რომელიც მან 2000-იანი წლების დასაწყისში Vitra-ს კოლექციაში გაცოცხლდა.
ჟანი 1901 წელს დაიბადა პარიზში, მხატვრების ოჯახში და ბავშვობიდანვე სწავლობდა ლითონის ჭედვას. კარიერის პირველ წლებში ის სახელოსნოში მუშაობდა, სადაც შესაბამის განათლებას იღებდა ლითონის თვისებების შესახებ. მოგვიანებით ლითონი მისი კარიერის მთავარი დამახასიათებელი მასალა გახდა.
1924 წელს, საკუთარი სახელოსნოს გახსნის შემდეგ, პრუვემ დაიწყო ავეჯისა და ინტერიერისთვის საჭირო დეკორაციების შექმნა. ამ პერიოდში თავად ხატავდა და ქმნიდა ესკიზებს წამყვან არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით.
მომდევნო ათწლეულებში ჟანი დაინტერესდა სამრეწველო წარმოებით და დააარსა Ateliers Jean Prouvé ქარხანა, რომელიც 1931 წელს გაიხსნა. იქ მისივე ხელმძღვანელობით, მარტივი და თანამედროვე ავეჯი იწარმოებოდა. ქარხანა ქმნიდა ავეჯს სკოლებისთვისა და ოფისებისთვის. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავდა ლითონისგან დამზადებულ ინოვაციებსაც, მაგალითად, შენობების ფასადებს.
დიზაინერის ინოვაციური დამოკიდებულება და მუდმივად ახალი გადაწყვეტილებების ძიება იდეალურად აისახა ისეთ პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად, 1930-იან წლებში შექმნილი ასაწყობი სახლები. ეს სახლები პროუვემ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დააპროექტა, როდესაც ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს სასწრაფო თავშესაფარი ესაჭიროებოდათ.
აღსანიშნავია, რომ ჟანი თავს ტრადიციულ დიზაინერად არ თვლიდა და უპირატესობას კონსტრუქტორის ტიტულს ანიჭებდა, რომელიც აერთიანებდა დიზაინერისა და ინჟინრის როლებს. პრუვესთვის დიზაინი ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკა, რადგან ის ეფუძნებოდა კონკრეტულ სტრუქტურებსა და მიზანს. მისი აზრით, ავეჯის დიზაინი იმ პრინციპების გათვალისწინებით უნდა შექმნილიყო, როგორც სახლის დიზაინი. სკამის ან თაროს სტრუქტურა უნდა ყოფილიყო სახლის საძირკველის მსგავსი – მყარი და ზუსტი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დამატებულიყო კომფორტის ფაქტორები. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებელს შეხედვის მომენტშივე ეგრძნო, როგორ და რა მეთოდებით აეწყო ავეჯი. ალბათ ამიტომაა, რომ Prouve-ს ავეჯი არის გამძლე და საინტერესო. თითოეული სკამი წლების განმავლობაში მექანიკურ ზეწოლასა და უმძიმეს დატვირთვასაც კი უძლებს.
საინტერესოა, რომ ჟან პროუვეს შემოქმედება გარკვეული პერიოდის მანძილზე მივიწყებული იყო, ხოლო მისი აღორძინება დააჩქარა Vitra-ს მიერ საკულტო ავეჯის ხელახალმა წარმოებამ, რომელიც 2002 წელს დაიწყო.
ცნობილი ნამუშევრები
The 1934 Standart Chair
სკამს აქვს ლითონის ფეხის უნიკალური სტრუქტურა, რომელიც დიზაინერის ხედვასა და პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული. სკამი ეყრდნობა უკანა მხარეს, რაც შესაძლებელს ხდის, წინა მხარეს უფრო სუსტი ფეხები დამონტაჟდეს.
The elegant Standard chair
ეს სკამი იდეალური კომპანიონია სასადილო მაგიდისთვის.
The Fauteuil Direction chair
1951 წელს შექმნილი დიზაინი ძალიან კომფორტულია სახლის ოფისისთვის. დამატებით შესაძლებელია ამავე კოლექციის სამუშაო მაგიდის, Compas Direction-ის შეძენაც.
The Trapèze dining table
სასადილო მაგიდა 1950-იანი წლების დასაწყისში პარიზში მდებარე კაფის, Cité Universitaire-ისთვის შეიქმნა.
The Cité armchair
დიზაინის გამორჩეული ნაწილია ტყავის ქამრის საყრდენები, რომლებიც ლითონის ძირზეა მიბმული.
Lampe de Bureau
პრუვემ ეს სანათი ფრანგული კოლეჯის საერთო საცხოვრებლისთვის შექმნა. მისი გლუვი და ფუნქციონალური ფორმა შესანიშნავად ერგება თანამედროვე სახლის სტანდარტებს.
A petrol station
ბენზინგასამართი სადგური ჟანმა საკუთარ ძმასთან, ჰენრისთან ერთად 1953 წელს დააპროექტა. ობიექტი განკუთვნილი იყო მასობრივი წარმოებისთვის. ერთ-ერთი სადგური 2003 წელს Vitra Campus-ზეც დამონტაჟდა.