ჯენიფერ ლოპესის ნიუ-იორკის პენტჰაუსი აუქციონზე 15,45 მლნ. დოლარად იყო გამოტანილი და 9,9 მლნ. დოლარად გაიყიდა. ეს გარიგება – იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ დაზიანდა ელიტური უძრავი ქონების ბაზარი ნიუ-იორკში COVID-19-ის პანდემიის შედეგად.
ჯენიფერ ლოპესის ელიტური აპარტამენტები ზემო ისთ-საიდზე მდებარე „The Laurel“ -ის კონდონიუმის 30-ე სართულზეა განთავსებული. გარდა შთამბეჭდავი ინტერიერისა და ხედებისა, მისი ორსართულიანი ტერასა შეიცავს ყველაფერს, რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს: ღია სივრცეში მოწყობილ სამზარეულოს, ბუხარს, პინგ-პონგის მაგიდასა და საოცარ ხედს ქალაქსა და ჰუდსონის მდინარეზე.
ვარსკვლავის პენტჰაუსი აუქციონზე ჯერ კიდევ წინა ზაფხულში იყო გამოტანილი, გაზაფხულზე კარანტინით გამოწვეული მოგზაურობისა და უძრავი ქონების დათვალიერების შეზღუდვების გამო, ეს ზარალიანი გარიგება მაინც წარმატებულად ფასდება. მითუმეტეს, რომ თვითონ მსახიობი, უფრო ხშირად, ბევერლი-ჰილსის 8 მლნ. დოლარის ღირებულების დახურულ რეზიდენციაში ცხოვრობს.
ბინის ფართი დაახლოებით 380 კვადრატული მეტრია. აქვს ხუთი სააბაზანო ოთახი. კედლები თითქმის სულ შუშისაა, რის გამოც იქმნება შეგრძნება, რომ სივრცე სინათლითაა ავსებული. სასტუმრო და სამზარეულო ოთახებიდან ქალაქზე შთამბეჭდავი ხედი იშლება.
სამზარეულოში კი შეფ მზარეულისთვის საჭირო ყველანაირი მოწყობილობაა. მთავარი საძინებელი, ფართის მიხედვით, უჩვეულოდ დიდია და იქიდან ასევე ლამაზი ხედი იშლება.
შენობაში კონსიერჟი, სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, საუნა, კინოდარბაზი და პირადი ნივთების შესანახი დამატებითი სივრცეცაა.