in

ჯეფ კუნსის ნამუშევრები 7 განხვავებულ სახლში

ჯეფ კუნსი ცნობილი ამერიკელი ხელოვანია. უზარმაზარი ფოლადის ბუშტის ცხოველებიდან დაწყებული, ტრადიციული ქანდაკებით დამთავრებული, მისი ნამუშევრები საქვეყნოდ ცნობილი ხელოვენების ნიუშებია. მისი ნამუშევრები მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში ინახება, რამაც იგი საკულტოდ ცნობილ ადამიანად აქცია. არ არის გასაკვირი, რომ მისი ნამუშევრების მცირე ზომის რეპლიკები, ან თუნდაც ორიგინალები ხშირად ხვდება სხვადასხვა დიზაინის ინტერიეტებში, რაც ვიზუალურად ამდიდრებს მათ.

სტატიაში იხილავთ 7 სხვადასხვა სახლს, სადაც ჯეფ კუნსის ნამუშევრები ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერის დიზაინს.

1

ფოტოზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის გამოყენებული ჯეფ კუნსის მცირე ზომის ქანდაკება, წითელი ძაღლი, სასადილო ოთახში. დომინანტური და კონტრასტული წითელი ფერი ჩამქრალ და მინიმალისტურ სახლს აცოცხლებს და სახალისო ატმოსფეროს ქმნის.

2

პარიზში მდებარე სახლი, რომელშიც ჯეფ კუნსის ყვავილის სარკე კიდია, ცნობილ კოლექციონერებს ეკუთვნის. საინტეროსოა, თუ როგორ იკითხება ერთმანეთთან მიმართებაში კუნსის ყვავილის ფორმა და რეალური თაიგული. თითქოს სარკე იმეორებს მის ფორმას, რაც ახალისებს სივრცეს და საცხოვრებელ გარემოს უფრო სასურველს ხდის.

3

ფოტოზე გამოსახული სახლი მდებარეობს მანჰეტენზე. სივრცე თეთრი, ლურჯისა და ნაცრისფრი ფერების ნაზავია, რომელიც ანტიკური ავეჯით არის მოწყობილი. უკანა ფონზე მდგარი პატარა ძაღლის ვაზა, რომელიც ჯეფ კუნსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის მცირე ზომის რეპლიკას წარმაოდგენს, ფორმითა და მასალით არ არის ამოვარდნილი ინტერიერიდან და მიმზიდველ ობიექტად არის წარმოდგენილი.

4

იგივე ვაზა გვხვდება ჩიკაგოში მდებარე სახლის სასადილო ოთახში. ამ შემთხვევაში ლეკვის ფორმის ყვავილების ვაზა ცენტრალურ ობიექტად არის ქცეული და მაქსიმალურად ყურადღების ცენტრშია. ძაღლის როლი ყველა სახით საყვარელ და თბილ გარემოს ქმნის, რაც ძალიან უხდება ასეთ ინტერიერს.

5

ჯეფ კუნსის ფერები ყოველთვის წამყვანია. როგორც წითელი ძაღლი, ასევე აქ მდგარი ლურჯი აბსტრაქტული ფორმის ძაღლის ქანდაკება დომინანტური ელემენტია სივრცეში. ლურჯის ასეთი ტონალობითა და ბზინვარებით ოთახის ყველა სხვა ელემენტიც უფრო საინტერესო ხდება.

6

ამ სახლში აღარ გვხვდება ჯეფ კუნსის ძაღლის ნამუშევრები, არამედ მის მიერ გაკეთებული მატარებლის სკულპტურა, რომელიც ავეჯითა და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებით დატვირთული ოთახის მაგიდაზეა მოთავსებული. მატარებლით შექმნილი მაგიდის რელიეფი ორიგინალურია და განსხვავებული, რაც ყოველთვის მიიპყრობს სტუმრის ყურადღებას.

7

წარმოდგენილ ფოტოში ნაჩვენებია ორსართულიანი ბინის კიბე, რომელიც დამშვენებულია კუნსის ქანდაკებითა და ლურჯი მეტალის ბურთით. კიბე თავისთავად უცხო ფორმისა და საინტერესო მასალებისგან შემდგარი ობიექტია. გვერდზე მდგარი ქანდაკებით კი სურეალისტური და ესთეტიურად ძალიან ლამაზი კომპოზიცია იქმნება. ამასთან ერთად, ხეში შესრულებული კედლები ამ ორი კომპონენტის დომინანტურობას უსვამენ ხაზს.

სავაჭრო ცენტრი ეკლექტიკური დიზაინით

Apple-ის ახალი მაღაზია ტაილანდში