in

Jerry House – სახლი შიდა სათამაშო სივრცით

Banner M2
Banner M2

ტაილანდის ერთ-ერთ სანაპიროსთან მდებარე საზაფხულო სახლი Jerry House, გამორჩეულია პირველიდან ბოლო სართულამდე გაჭიმული ატრიუმით, რომელიც ბავშვების ვერტიკალურ სათამაშო სივრცეს წარმოადგენს.

კომპანია Onion-მა სახლი ბანგკოკში მცხოვრები 4 შვილიანი ოჯახისთვის დააპროექტა. მათ სურდათ ბავშვებისთვის განსხვავებული გასართობი გარემოს შექმნა.

სტუდიის ინსპირაცია გახდა პოპულარულ მულტფილმი “ტომი და ჯერი”. მათ წარმოიდგინეს სივრცე, როგორც “დიდი ყველის ნაჭერი” სავსე ხვრელებითა და უწყვეტი მარშრუტით, რაც სასურველი გზა იქნებოდა ჯერისთვის, რომ გაქცეოდა ტომს.

მთავარი დიზაინერის თქმით, Jerry House გამიზნულია იმისათვის, რომ ბავშებს გაუჩნდეთ მასში თამაშისა და დროის გატარების სურვილი.

სათამაშო სივრცე საკმაოდ საინტერესოდ არის მოწყობილი, პირველიდან მესამე სართულამდე გვხვდება ღია ჭრილი, ატრიუმი, სადაც 5 განსხვავებული სისქისა და სიმაღლის ბადე ქსოვილია გაბმული. სხვადასხვა სიმაღლისა და დახრილობის გამო, სივრცეში განსხვავებული აქტივობებისა და მოძრაობის იდეები და გზები ჩნდება.

სათამაშო სივრცის გვერდზე არსებობს ჩვეულებრივი კიბე, რომლითაც ასევე შეიძლება სართულებს შორის მოძრაობა, მაგრამ ბადეებს შორის  სხვადასხვა ზომის ჭრილებითა და დახრილობებით დიზაინერები უფრო საინტერესო მარშრუტს გვთავაზობენ.

ყველანაირი ექსტრემალური აქტივობა, როგორიცაა სიმაღლიდან გადმოხტომა, დახრილ ზედაპირებზე სრიალი, ჩამოვარდნა, სწორედ ამისთვის არსებობს რბილი ზედაპირი, ბადეები,რომლებიც უზრნველყოფენ უსაფრთხოდ დაცემას.

ატრიუმის ჭერი დაფარულია მინის ზედაპირით, რაც იწვევს სივრცის გადიდების ეფექტს, ხოლო ისინი, ვინც ბადეზე წვანან და ზევით იყურებიან ჰაერში ფრენის განცდა ეუფლებათ.

მესამე სართულზე, ყველაზე დიდი ბადე ქსოვილის გასწვრივ, მდებარეობს ბავშვების საძნებელი, რომელიც წარმოაგენს ხის კედელში ამოჭრილ ლოგინებს. ეს ოთახი კარის ჭრილით პირდაპირ უკავშრდება მთავარ კიბეს.

სახლის თითქმის ყველა ოთახი მონოქრომულ ფერებშია გადაწყვეტილი. ფერს ასვე ფუნქციურ დატვირთვასაც ანიჭებენ,  სწორედ ფერებით არის გამოყოფილი საძინებლები ერთმანეთისგან. მეორე სართულზე დიდი საძინებელი მდოგვისფერ ყვითელში, ხოლო სტუმრის საძინებელი ღია მეწამულშია შეღებილი. ორი შვილისთვის განკუთვნილი სამოძრაო გვირაბები და საძილე ადგილები ლურჯია, ხოლო დანარჩენი საძინებლები ღია მწვანე.

სახალისო განწყობის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის ფანჯრები და კარები აირჩიეს, რაც საშუალებას აძვლევს ბავშვებს, რომ სხვადასხვა კუთხიდან დინახონ ერთმანეთი.

10 იდეა ეზოს მოწყობაზე

ალვარო სიზა ვიეირას განსაცვიფრებელი საცურაო აუზი