in

ჯონ პოსონი — ბრიტანელი არქიტექტორ-დიზაინერი მრავალფეროვანი პროექტებით

ჯონ პოსონი, ბრიტანელი არქიტექტორი და დიზაინერი 1949 წელს ჰალიფაქსში, იორკშირში დაიბადა. ის ეტონის სკოლაში სწავლობდა, გარკვეული პერიოდი საოჯახო ტექსტილის ბიზნესით იყო დაკავებული, შემდგომ კი იაპონიაში გაემგზავრა. ტოკიოში მან იაპონელი არქიტექტორისა და დიზაინერის — შირო კურამატას სტუდიები მოინახულა, სადაც დიდი შთაგონება მიიღო.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ პოსონი ლონდონის არქიტექტურის ასოციაციაში ჩაირიცხა და 1981 წელს საკუთარი პრაქტიკა დაიწყო. პერსონალური სტილისა და საკუთარი ხელწერის კომერციალიზაციის ნაცვლად, პოსონი ყოველთვის სივრცესთან, პროპორციებთან, განათებასთან და მასალებთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს იკვლევდა. ჯონს მტკიცედ სწამს სიმარტივის და ხელს უწყობს მას ყველა სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, დიზაინი თუ არქიტექტურა.

Calvin Klein Store
Hotel Puerta America, Madrid

პოსონს ნამუშევარი აქვს მრავალფეროვან პროექტებზე, მათ შორის, მაგალითად, ბალეტის კომპლექტზე და იახტის ინტერიერზე, მაგრამ მისთვის კერძო რეზიდენციებს ყოველთვის უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. პოსონის ნამუშევრებთან დაკავშირებული მთავარი ელემენტი დიზაინებში მისი მინიმალისტური ესთეტიკაა.

A condominium for Ian Schrager, New York’s Gramercy Park

დროთა განმავლობაში ჯონ პოსონმა დიდი გამოცდილება დააგროვა, რამაც მას საშუალება მისცა, მნიშვნელოვანი პროექტები შეექმნა. მისმა ნამუშევრებმა არქიტექტორს მრავალი აღიარება მოუტანა, მათ შორის RIB-ს ჯილდო სამეფო ბოტანიკურ ბაღში დაპროექტებული Sackler Crossing-ისთვის.

Sackler Crossing

Abbaye Notre-Dame de Sept-Fons, Czech Republic

როგორ ვიმუშაოთ ინტერიერის დიზაინზე დისტანციურად – ნია მგელაძის 5 რეკომენდაცია

8 მაღაზია თბილისში, სადაც საღებავს შეიძენთ