სახლის დიზაინი ხშირად დეტალებში იმალება – განსაკუთრებული აქსესუარები და დეკორატიული ელემენტები ინტერიერს სითბოს, ხასიათსა და უნიკალურობას ანიჭებს. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა Juliarte – ხელნაკეთი დეკორატიული აქსესუარების ბრენდი პორტუგალიიდან, რომელიც ხარისხსა და ხელოვნებას ერთ მთლიანობად აერთიანებს.
Juliarte-ს ისტორია 1978 წლიდან იწყება. ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომლის შექმნის იდეა ხულიო და ფრანჩელინა ლეიტაოებს ეკუთვნით (Júlio Leitão, Francelina Leitão). კომპანია შეიქმნა დიდი სიყვარულით ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორის მიმართ. დამფუძნებლების მთავარი შთაგონების წყაროს კი ბუნება, თანამედროვე ხელოვნება და კლასიკური ესთეტიკა წარმოადგენდა. ბრენდის თითოეული ნივთი შთაგონებულია ხელოვნებისა და არქიტექტურის ელემენტებით, რაც მათ კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსაკუთრებულს ხდის.
აღსანიშნავია, რომ Juliarte-ს პროდუქტები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან და მათი თითოეული დეტალი ხელით მუშავდება. ეს პროცესი ნამუშევარს სრულიად უნიკალურს ხდის და თითოეულ მათგანში იგრძნობა ხელწერა და გამოცდილება.
Juliarte-ს მთავარი მისიაა, შექმნას ისეთი დეკორატიული აქსესუარები, რომლებიც მომხმარებლის შინაგან ესთეტიკას უსვამს ხაზს და სახლს უფრო მყუდრო და პერსონალურ სივრცედ აქცევს. ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე, ბრენდის კოლექციები ხშირად არ ექვემდებარება სწრაფ მოდურ ტენდენციებს, შესაბამისად შექმნილი ნივთები ინარჩუნებს ხარისხს, ღირებულებასა და სტილს. მოდელები არა მხოლოდ დეკორატიულ ელემენტებია, არამედ ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ინტერიერს გამორჩეულ იერს სძენს და მისი მფლობელის უნიკალურ გემოვნებას გამოხატავს.
Juliarte-ს პროდუქცია გამორჩეულია მასალის, ფორმისა და ტექსტურის მრავალფეროვნებით. ბრენდი ინდივიდუალურად ან ერთმანეთთან კომბინაციაში ქმნის დახვეწილ და ელეგანტურ მოდელებს და აერთიანებს, არაერთ სტილს. კოლექციებში შეხვდებით კლასიკურ, მოდერნისტულ და ბაროკო დიზაინებს, ასევე სპორტული ივენთების და ისეთი ცნობილი ხელოვანების ინსპირაციით შექმნილ აქსესუარებს, როგორიცაა QUEEN, THE ROLLING STONES, MICHAEL JACKSON, U2 და სხვები.
საქართველოში Juliarte-ს პროდუქცია ხელმისაწვდომია მულტიბრენდულ შოურუმ “Mosaics”-ში. კომპანიებს შორის თანამშრომლობა ქართველ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ გამორჩეული დიზაინის, ხარისხიანი დეკორატიული აქსესუარები, რომლებიც არა მხოლოდ დაამშვენებს მათ ინტერიერს, არამედ შექმნის გამორჩეულ გარემოს ინდივიდუალური სტილითა და თანამედროვე ესთეტიკით.
მოზაიკსი პრემიუმ ხარისხის ევროპული ბრენდების ავეჯსა და სარემონტო მასალებს ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით და დიზაინერებისთვის შექმნილი კომფორტული სამუშაო სივრცით.
მის: აკ ბელიაშვილის 68.
[R]