in

Kaktus towers – არქიტექტურული სტუდია Bjarke Ingels Group-ის პროექტი კოპენჰაგენში

Alliance Group
Alliance Group

Kaktus Towers-ის სახელით ცნობილი ორი შენობა, რომელიც 495 ბინას მოიცავს და ერთმანეთს საზოგადოებრივი პარკით უკავშირდება, კოპენჰაგენში მდებარეობს. პროექტის ავტორი არქიტექტურული სტუდია Bjarke Ingels Group (BIG) გახლავთ, რომელმაც უზრუნველყო, რომ კორპუსებს საცხოვრებლად და სოციალური აქტივობებისთვის საჭირო საკმაოდ დიდი ზომის სივრცე ჰქონოდა.

პროექტის გამორჩეულ გარეგნობას ქმნის ფირფიტების მსგავსი აგებულება, რომლებიც თითქოს ერთმანეთის მიყოლებით ბრუნავს, შედეგად კი თითოეული ბინიდან ვიღებთ უნიკალურ ხედს დანიის დედაქალაქზე, რომლისთვისაც სპეციალურად არის გამოყოფილი საკმაოდ დიდი ზომის აივნები.

BIG-მა კორპუსის ორი ნაწილი დააპროექტა, თითოეულის სიმაღლე დაახლოებით 80 მეტრია და საერთო ჯამში, 26100 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და მას აივნების გარკვეული რაოდენობა უნდა დაემატოს.

აპარტამენტები აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით, მოპირკეთებულია ღია ფერის ბეტონითა და ხის დეტალებით, თითოეული ბინის ინტერიერი მყუდრო, დახვეწილი და ელეგანტურია.

შენობის ბირთვი, რომლის გარშემოც მთლიანი პროექტია აგებული, ბეტონისა და ხის მასალის ნაზავითაა შექმნილი და ის მაქსიმალურად მტკიცე ბაზას ქმნის. საჯარო პარკის გარდა, Kaktus Towers-ის ტერიტორია მოიცავს კაფეს, ფიტნეს ზონებსა და სივრცეებს საჯარო შეხვედრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ BIG ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული სტუდიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. მათ კატალოგში შედის უამრავი ცნობილი პროექტი როგორც კოპენჰაგენში, ასევე ნიუ-იორკში, ლონდონსა და ბარსელონაშიც.

არქიტექტურული სტუდია: BIG

ფოტოები: Rasmus Hjortshøj

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

დიფსისი – რა უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის შესახებ?

სანტექნიკოსის გამოძახება – 7 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ამ მომსახურებას გაგიწევთ