ანტიკვარული ნივთები, ვინტაჟური ხალიჩები, ნახატები – ეს ყველაფერი კარენ მაი კორნუმის სახლში შუა საუკუნეების კლასიკაში გვაბრუნებს. ის ამ სახლში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს.
ეს ადამიანი თავადაა გალერეა-მაღაზიის Another Ballroom-ის დამფუძნებელი, რომელიც ავეჯზე ორიენტირდება. კარენს დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა უყვარს. სწორედ ამიტომ, ეს უფრო ბინადრებზე ორიენტირებული სახლია, ვიდრე – ტენდენციებს აყოლილი სივრცე.
ბინას აქვს თბილი, მომადუნებელი ატმოსფერო. სახლის კედლები, ძირითადად, თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა, მას გარშემო არსებული უამრავი ფერადი ნივთი ამდიდრებს. რაც შეეხება იატაკს, ის ხისააა (კერძოდ, ფიჭვის) და სახლში სიმყუდროვის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს.