ხმის იზოლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რკინის კარის ხარისხისა და ღირებულების განსაზღვრის პროცესში. მისი დახმარებით კარი ბლოკავს ქუჩიდან შემოსულ ხმაურს და ბგერებს ჰაერში სხვადასხვა მიმართულებით ფანტავს. თუმცა ყველა მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი კარის ხმის იზოლაციაზე, რადგან ის გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გამოც შედარებით ბიუჯეტური მოდელებისთვის არ გამოიყენება. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო ძვირიანი მოდელი, ან თავად იზრუნოთ შესაბამისი მეთოდების გამოყენებაზე.
რა პროცესებთან არის დაკავშირებული რკინის კარის ხმის იზოლაცია?
კარის დიზაინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბგერების ჩახშობაში, რადგან თუ მას ორმაგი ფენა არ აქვს, თითქმის შეუძლებელია, რომ გარე სივრციდან შემოსული ხმაური დაბლოკოს. მნიშვნელოვანია ფოლადის სისქეც. რაც უფრო სქელია ფურცელი, მით უკეთესად ბლოკავს ხმებს. თუ კარი დაფარულია ტყავით ან MDF-ის მასალით, ის შედარებით უკეთ ახშობს ხმას.
როგორც წესი, ფოლადის ფურცლებს შორის იდება მასალა, რომელიც პასუხისმგებელია ხმაურის დაბლოკვის ფუნქციაზე. ეს შეიძლება იყოს შესაბამისი ქაფი ან მინერალური ბამბა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
გასათვალისწინებელია, რომ კარის მონტაჟის პროცესში ის მთლიანად უნდა დაიფაროს შესაბამისი მასალით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
რა სახის მასალა გამოიყენება ხმის იზოლაციისთვის?
ყველაზე ხშირად ცუდი ხმის იზოლაციის მიზეზი არის ვადაგასული ან უხარისხო მასალა, რომელსაც მწარმოებლები თანხების დაზოგვის მიზნით იყენებენ. წარმოების დროს იზოლაციისთვის საჭირო მასალა მოთავსებულია ფოლადის ფურცლებს შორის და მთლიანი კარის ღირებულება დამოკიდებულია სწორედ მის ხარისხზე.
მინერალური ბამბა ითვლება საუკეთესო მასალად ხმის იზოლაციისთვის. მისი მომსახურების ვადა დაახლოებით 50 წელია. იგი შესანიშნავად უძლებს თითქმის ყველა სახის სირთულეს – არ შთანთქავს ტენიანობას გარემოდან და არ ეშინია ტემპერატურის ცვლილებების.
პოლისტირონის ქაფი მიმზიდველი ფასის მხრივ ლიდერობს – ამავდროულად, დიდხანს ძლებს და ასევე მდგრადია მაღალი ტენიანობის მიმართ.
ქაფიანი პოლიურეთანი კარგად შთანთქავს ხმაურს, არ შთანთქავს წყალს და ძლებს ათწლეულების განმავლობაში, თუმცა აქვს შედარებით მაღალი ღირებულება.
პენოპლექსი კარგად ბლოკავს სითბოს, აუმჯობესებს ხმის იზოლაციას და არ შთანთქავს ჰაერის ტენიანობას, მაგრამ ის ძალიან უყვართ მღრღნელებს, ამიტომ ექსპერტები არ გვირჩევენ ამ მასალის კერძო სახლებში გამოყენებას.
როგორ მოვიქცეთ თუ კარის ხმის იზოლაციაში ხარვეზს შევნიშნავთ?
პრობლემა შესაძლოა კარის ჩარჩოში არსებული დაზიანებით იყოს გამოწვეული. მიზეზის დასადგენად მოგიწევთ კარის გახსნა და მასალის ხელახლა შემოწმება. თუ რომელიმე კონკრეტულ ადგილად არსებობს სიცარიელე, ის აღმოიფხვრება პოლიურეთანის ქაფით, სილიკონით ან სხვა სპეციალური შემავსებლით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ხმის იზოლაციის პრობლემები ყველაზე ხშირად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მასალის სახით შედარებით იაფფასიან პროდუქციას ვიყენებთ.
რა თანხებთანაა დაკავშირებული რკინის კარის ხმის იზოლაცია?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხმის იზოლაციის ხარისხი მასალაზეა დამოკიდებული, რომელთა ფასები და ზომები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება და დაახლოებით 30-100 ლარის ფარგლებში მერყეობს. მინერალური ბამბის ფასი 10 მეტრისთვის დაახლოებით 80-90 ლარია, პენოპლექსის 30*585*1185მმ-ის ზომის ფილა 60 ლარიდან იწყება, ხოლო პოლისტირონის ქაფი შედარებით ბიუჯეტური მასალაა, რომელიც გარკვეული მოცულობის მიხედვით განისაზღვრება და 0,830ლ-ის ფასი დაახლოებით 30-50 ლარია.