კარი სახლის უმნიშნელოვანესი ნაწილია. ის უზრუნველყობს ჩვენს პირადულობას, კომფორტს და სიმყუდროვეს.
კარის უამრავი ვარიაცია არსებობს. სტატიაში შემოგთავაზებთ განსხვავებულ დიზაინებს, რომლებიც საინტერესოა და პრაქტიკული.
1
სრიალა გამჭვირვალე კარი ეხმარება ინტერიერისა და ექსტერიერის გაერთიანებას. ასეთი ტიპის კარი მიზანშეწონილია თბილ ქვეყნებში, სადაც გარე პირობებიც სასიამოვნოა, ამასთან ერთად, მსგავსი კარით სახლში სინათლე მაქსიმალურად აღწევს.
2
ტრიალა არკისებრი კარები პოპულარული კარის ტიპია. ყველაზე შთამბეჭდავი მათი ფორმის თავისებურებაა. საინტერესო იქნება მისი ძალიან ოთხკუთხა სივრცეში დამონტაჟება. თუ დააკვირდებით ფოტოს, ამ შემთხვევაში კარის ფორმის იდეა შენობის ძველი არკისგან დაიბადა, რომლის კვალი ახლაც ჩანს.
3
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კარის ვერსია ასე გამოიყურება. კედელში შემავალი კარი სასურველია მინიმალისტური დიზაინის მოყვარულთათვის. ასეთი კარის არსებობის დროს კარის მიმდებარე ორივე კედელი გამოყენებადი ხდება.
4
ფოტოზე გამოსახული კარი ძალიან მხატვრული და უცხოა. ინტერიერის ოთხკუთხედ ფორმებთან ძალიან საინტერესოდ ჯდება. განცდას გვიქმნის, თითქოს კარში შესვლისას სხვა სამყაროში მოვხვდებით.
5
როდესაც დიდი ფართობი გაქვთ კარის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ასეთ ხრიკს მიმართოთ, ნახევარი კარად დატოვოთ, მეორე ნახევარი კი ფანჯარად წარმოადგინოთ. ფუნქციურადაც გამართულია და ვიზუალურადაც ძალიან საინტერესოა.
6
ინტერიერში საინტერესოა გამჭვირვალე კარების გამოყენება. გამჭვირვალობის ხარისხი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ტექსტურა უფრო მეტად დაბურულს ხდის, რაც სინათლესთან ერთად ძალიან საინტერესოა. ასეთი მინის კარებით განსაკუთრებულად მყუდრო ატმოსფერო იქმნება.
7
ამ შემთხვევაში სამკუთხა ფორმის ფასადთან შეხამებით დიზაინერებმა კუთხობრივი კარი გააკეთეს, რომელიც ძალიან ჰარმონიულად არის ჩასმული არქიტექტურაში.
8
შემოიტანეთ ფერი თქვენს ცხოვრებაში, ამისთვის შეგიძლიათ კარიც გამოიყენოთ. ფოტოზე ნაჩვენები ყვითელი კედლებითა და კარებით მხიარული და ცოცხალი გარემო იქმნება, რაც საჭიროა ისეთ ინტერიერში, სადაც ბეტონი წამყვანი მასალაა.
9
დაკეცილი კარი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ეზოსთან დასაკავშირებლად. შეგიძლიათ დატოვოთ ნახევრად ღია, ან სრულიად გახსნილი, ეს თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ამასთან ერთად, მისი უჩვეულო ფორმაც ინტერიერში ძალიან მიმზიდველია.
10
თუ გსურთ ოთახის სახლისგან გამოყოფა და ამასთან ერთად მასთან ინტეგრირება, ასეთი ტიპის კარი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მაქსიმალურად შემოყავს ოთახებში სინათლე და ამავდროულად ხმის იზოლირებასაც ახდენს.