როდესაც საქმე კედლის გაფორმებას ეხება, მთავარი გამოწვევა სტილისა და ხასიათის დამატებაა, ინტერიერში გამუდმებით ცვლილებების შეტანის გარეშე. საბედნიეროდ, დღეს კედლის დეკორაციის შექმნისთვის უამრავი საინტერესო გზა არსებობს, რაც სახლის დიზაინის მყისიერად გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში კედლის გაფორმების მრავალფეროვან გზებს გთავაზობთ.
დეკორატიული პანელები
დეკორატიული კედლის პანელი შესანიშნავი საშუალებაა ინტერიერის განახლებისთვის. ტრადიციული დიზაინიდან დაწყებული, უფრო თანამედროვე მოდელებამდე, კედლის პანელი მშვენივრად გამოიყურება ნებისმიერი სტილის სახლში, კარგად მუშაობს საძინებლებში, მისაღებ ოთახებსა და დერეფნებში და სივრცეს ბევრად უფრო მრავალფეროვან და დახვეწილ იერს ანიჭებს. ასეთი პანელის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აქვს კედლებზე არსებული ნაკაწრებისა და ნაკლოვანებების დაფარვის შესაძლებლობა და არსებობს მისი წებოვანი ვერსიებიც, რომლებიც ამარტივებენ კედელზე გაკვრის დროს და პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს ხდიან.
ხელოვნების ნიმუშები
ხელოვნების ნიმუშების კედელზე განთავსება სივრცის გარდაქმნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ გზით მარტივად შეიძლება საკუთარი სტილისა და პიროვნების გამოხატვა. იფიქრეთ კედლის გალერეის შექმნაზე, ფოტოგრაფიის ნიმუშების დაკიდებაზე, ჩარჩოებზე, ხალიჩებსა და სარკეებზე და სხვა დეკორაციებზე. არსებობს ამგვარი დიზაინის დაგეგმვის, ფორმირებისა და გამოხატვის უსასრულო ნიმუშები, რომლებიც დაგეხმარებათ შესაბამისი გეგმის შედგენაში და ამ გეგმის მიხედვით დახვეწილი და გამორჩეული კედლის დეკორაციის შექმნაში.
გადააქციეთ თქვენი საყვარელი ფოტოები დიდი ზომის ნამუშევრებად, დაბეჭდეთ ისინი ან გადაიტანეთ ტილოზე, შედეგად კი გააკეთებთ განსაცვიფრებელ განაცხადს, რომელიც კედელს სრულიად უნიკალურ იერს მიანიჭებს. ხოლო რაც შეეხება კედლის გალერეას, დიზაინერები გირჩევენ, გამოიყენოთ მსუბუქი ჩარჩოები, რათა თავიდან აირიდოთ კედლის დაზიანება.
დაკიდეთ ქოთნები და კალათები
შემოიტანეთ მცენარეები ინტერიერში და გამოიყენეთ ისინი როგორც კედლის დეკორი. დაამაგრეთ კალათები, ქოთნები და სხვა მსგავსი დანიშნულების ნივთები კედლებზე, ჩააწყვეთ მათში ფერადი ყვავილები ან მარადმწვანე მცენარეები. ეს არა მხოლოდ ტექსტურასა და სიცოცხლეს შესძენს კედელს, არამედ ხელს შეუწყობს სახლში ჯანსაღი ჰაერის მიმოქცევას.
მცენარეები
როგორც უკვე ვთქვით, მცენარეებს შეუძლიათ სახლში სასწაულების მოხდენა, სიცოცხლისა და ბუნებრივი შტრიხების შემოტანა და კედლის გალამაზება, მაგრამ თუ კედელზე დაკიდებული მცენარეები თქვენი სტილი არ არის, სცადეთ ღია თაროები, სადაც მარტივად მოთავსდება ქოთნები. ამ შემთხვევაში, ინტერიერის დიზაინერები უპირატესობას დაბალ ჯიშებს ანიჭებენ, რომლებიც მარტივად ხარობენ შიდა სივრცეში და აქვთ განსაკუთრებული დამამშვიდებელი ეფექტი.
კედლის ავეჯის გამოყენება
ძველი ავეჯისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა შესაძლებელია საღებავებითა და განახლებული დეტალების დამატებით. შექმენით წიგნების ფერადი კარადები, თაროები და მსგავსი სახის ავეჯი, რომელთა სწორად განლაგება ცარიელ კედელს ვიზუალურ ინტერესსა და ხიბლს მიანიჭებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი დაგეხმარებათ სახლში ფუნქციური სივრცეების დამატებაში და დეკორატიული ნივთების შენახვაში.
რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი