in

შთამაგონებელი იდეები კედლის გალერეის მოსაწყობად

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

კედლის გალერეა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ინტერიერში ახალი დეტალების გასაღვიძებლად. მისი მოწყობა შესაძლებელია თქვენი ყველაზე ძვირფასი მოგონებების გამოყენებით, ფოტოებით ან მხატვრობის ნიმუშებით. გალერეა ცარიელ კედლებს გარდაქმნის და გამორჩეულ, ინდივიდუალურ შეგრძნებებს ანიჭებს. მისი უბრალოება კიდევ ერთი მთავარი უპირატესობაა, მას არ სჭირდება ხანგრძლივი ფიქრის პროცესი, თქვენ მარტივად შეგიძლიათ ითამაშოთ ფერებით, შექმნათ სასურველი ფორმის, ფერისა და ზომის დიზაინი, ამაში კი არა მხოლოდ უშუალოდ ფოტოები, არამედ მათი ჩარჩოებიც დაგეხმარებათ.

მინიმალისტურ ეფექტებთან ერთად, ნახატები და მსგავსი დეკორაციები იდეალურია ინტერიერში კონტრასტული განწყობების შესაქმნელადაც. სადა, კრემისფერ კედლებს ძალიან უხდება მკვეთრი ლურჯი ამ მწვანე ფერები, ნაცრისფერ ინტერიერს კი მომწვანო ან ხისფერი ელემენტები. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ კედლის გალერეის რამდენიმე იდეას, რომლებიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება და მონოტონური კედლების შემთხვევაში, საინტერესო შტრიხების შეტანაში დაგეხმარებათ.

5 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ხმის იზოლაციის სამუშაოს შეგისრულებთ

არქიტექტურა, როგორც ქვეყნის ერთგვარი სარკე — ინტერვიუ დავით ვაზაგაშვილთან