კედლის გალერეა ინტერიერში ძალიან საინტერესო შეგრძნებებს აღძრავს. მარტივი კომბინაციებითა და ფერების სწორად შერჩევით, შეძლებთ რომ კედელს სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი ხასიათი შესძინოთ, რაც იდეალურად გაუსვამს ხაზს თქვენს სტილსა და გემოვნებას. ნახატების, პოსტერებისა თუ სხვა დეკორაციების განლაგების დროს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ფერებსა და ზომებს, კედლის წინასწარ დაგეგმარების შემთხვევაში კი თქვენს ინტერიერზე ზუსტად მორგებული გალერეის მოწყობა ძალიან გაგიმარტივდებათ.
პირველ რიგში, განსაზღვრეთ რამდენად დიდია გალერეისთვის გამოყოფილი სივრცე, რათა შემდგომში ეს პარამეტრები ჩარჩოების შესარჩევადაც გამოიყენოთ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ უკვე სასურველი ფერების, ზომების, ფორმებისა და სხვა დეტალების შერჩევა დაიწყოთ. დარწმუნდით, რომ გალერეის მთლიანობა სწორად არის ორიენტირებული მიმდებარე ავეჯის მიმართ, რათა მოგვიანებით პროპორციების დაცვა არ გაგიჭირდეთ.
იმისთვის რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი და საინტერესო გახდეს, გთავაზობთ რამდენიმე სახის სქემას, რომლებიც სხვადასხვა ტიპისა და რაოდენობის ჩარჩოებზეა გათვლილი და ნებისმიერი სტილის ინტერიერს მოერგება.
რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი