in

რატომ არის ეკო-მეგობრული წარმოება „კერამა მარაცისთვის“ მნიშვნელოვანი

KERAMA MARAZZI ყოველწლიურად უშვებს კერამოგრანიტის, კერამიკული ფილის, მოზაიკისა და სხვა მიმართულების გამორჩეულ კოლექციებს, რაც მოიცავს დეკორს, შპალერს, სააბაზანო ავეჯს, სანტექნიკას, საშხაპე სისტემას, შემრევ ონკანებს, უნიტაზებს, ხელსაბანებსა და სარკეებსაც კი.

ამასთან ერთად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის საკითხი, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. იზრდება როგორც ადამიანთა, აგრეთვე იმ ორგანიზაციათა რაოდენობა, რომლებიც მიზანმიმართულად ავითარებენ გარემოს ხელშეწყობის მიზნით წარმოებისთვის დამახასიათებელ თუ სხვა მნიშვნელოვან პროცესებს ეკოლოგიურ ჭრილში.

შესაბამისად, ყოველწლიურად კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს, რათა წარმოების პროცესი მეტად ეკო-მეგობრული გახადოს. KERAMA MARAZZI-სთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ წარმოებულმა ნებისმიერმა პროდუქციამ თუ წარმოების პროცესმა, ინტერიერის გალამაზებასთან ერთად, სამყაროს ჰარმონიასა და სიჯანსაღის შენარჩუნებასაც შეუწყოს ხელი.

მოდით მიმოვიხილოთ თუ რა მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადის KERAMA MARAZZI ზემოხსენებულ მიმართულებებში.

კერამიკული ფილები და კერამოგრანიტი

წარმოებისას მხოლოდ ბუნებრივი მასალები გამოიყენება!

უშუალოდ შექმნის პროცესში ეკო-მეგობრულობა გამოიხატება, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა უპირატესობებში, ასევე იმ ბუნებრივი რესურსების გამოყენების შემცირებაში, როგორებიცაა: წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვა. ამასთან ერთად, კერამოგრანიტის გამოწვა ღუმელში 1200-1300° გრადუსზე ხდება. აქედან გამომდინარე, KERAMA MARAZZI-ის პროდუქცია თავისუფალია ქიმიურ ნაერთების გამოყოფისგან.

სააბაზანო ავეჯი

წარმოება ხდება ბუნებრივი მასალებით და არის ეკო-მეგობრული!

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბუნებაზე ზრუნვა გარემოსთვის დამაზიანებელი ნივთიერებებისა თუ გამონაბოლქვის გამოყოფის შემცირებაში გამოიხატება. აგრეთვე მნიშვნელოვანი პუნქტია მართვის მექანიზმის გათვალისწინება იმ ნარჩენებისადმი, რომელთა უმეტესობა არის ბიოდეგრადირებადი და მარტივად გადამუშავდება, რაც ხელს უწყობს დედამიწაზე სიჯანსაღის შენარჩუნებას.

სანიტარული მოწყობილობები

შემადგენლობა – მხოლოდ ბუნებრივი მასალები!

წესისამებრ, უნიტაზი 9 ლიტრი წყლით შევსებას საჭიროებს. KERAMA MARAZZI-ის შემთხვევაში კი, როგორც სადგომი, ასევე საკიდი უნიტაზები მხოლოდ 6 ლიტრიან ავზს მოიხმარს. წყლის გამოშვების ორი რეჟიმის წყალობით კი, მაგალითისათვის, ოთხსულიან ოჯახს წელიწადში დაახლოებით 40 კუბური მეტრი წყლის დაზოგვა შეუძლია, რაც ერთი სტანდარტული საცურაო აუზის შევსებას ეყოფოდა.

ონკანები / შემრევი

გამოიყენება ბუნებრივი მასალა, მინარევების გარეშე და არის სრულად გადამუშავებადი!

KERAMA MARAZZI-ის აბაზანის ონკანები სამედიცინო ხარისხის სპილენძითაა დამუშავებული, რომელიც ხუთჯერ ნაკლებ მინარევებს შეიცავს, ვიდრე სხვა, სტანდარტული ონკანები. ზოგადად, ონკანების მთავარი სისუსტე ხშირად არის ტყვიისა და ნიკელის გამოყოფა წყალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე მიკროდოზებით ხდება, ის მაინც პოტენციურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა ჯანმრთელობას, რისგანაც KERAMA MARAZZI-ის ონკანები თავისუფალია, რადგან სრულად გამორიცხავს დაჟანგების პროცესსა და მავნე ნივთიერებების წყალში შერევას. აღსანიშნავია, რომ ბრენდის მიერ წარმოებული შემრევები იტალიურ ქარხანასთან, Newform-თან თანამშრომლობითაა შექმნილი.

შპალერი

ბუნებრივი მასალები და წარმოების მაღალი ეკო სტანდარტები!

კომპანიის შპალერის საწარმო აღჭურვილია უკანასკნელი თაობის იტალიური ტექნიკით, ენერგო-ეფექტურობა კი სრულ თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. შპალერის წარმოებისას დაგროვილი ნარჩენები სრულად გადამუშავდება და გამოიყენება საგზაო მშენებლობების პროცესში.

აღნიშნული მიმოხილვა მხოლოდ ნაწილია იმ აქტივობებისა თუ ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებებისა, რომლებიც კომპანიაში წლების განმავლობაში ინერგებოდა. არსებული ვითარება კი მუდმივად უმჯობესდება ყოველწლიურად. ამასთან ერთად, KERAMA MARAZZI-ისთვის, ტრადიციულად მნიშვნელოვანი რჩება წარმოების პროცესში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება, ისევე როგორც სხვადასხვა წამყვან დიზაინერებთან თანამშრომლობა, რათა შოურუმში წარმოდგენილი კოლექციები მუდმივად აკმაყოფილებდეს მაღალი ხარისხის სტანდარტებს და იყოს აქტუალური თუ საინტერესო ნებისმიერი ადამიანისთვის.

KERAMA MARAZZI – MADE WITH ITALY

🇮🇹 კოლექციის სანახავად ეწვიეთ:

Kerama Marazzi

➤ თამარ მეფის #2

➤ ბალანჩინის #9

ფრანგული სტილის ელემენტებით შთაგონებული ინტერიერი საბურთალოზე — ნინი ელისაშვილის ნამუშევარი

7 თამამი ფერი ინტერიერში, რომლებიც 2024 წელს განსაკუთრებით პოპულარულია