ქართველი არქიტექტორი, ქეთუნა ყრუაშვილი ყოველწლიური არქიტექტურული კონკურსის, Rethinking The Future-ს ჟიურის წევრი იქნება.
Rethinking The Future (RFT) უკვე 9 წელია არქიტექტურის, ინტერიერის, პროდუქტის და ლანდშაფტისა და ურბანული დიზაინის კატეგორიებში გასცემს ჯილდოებს. RTF-ს კონკურსი თანამედროვე არქიტექტურულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ანგარიშგასაწევი მოვლენაა. პროექტის ორგანიზატორები, ჟიურისთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ისეთი ხელოვანების აღმოჩენას, რომელთა შემოქმედება დედამიწის სამომავლო მდგომარეობაზე დადებითი გავლენის მქონე იქნება.
Rethinking The Future-ის ორგანიზატორების განცხადებით, თითოეულ საპრიზო კატეგორიაში სამი გამარჯვებული დასახელდება. გამარჯვებულ სტუდიებსა თუ ინდივიდებს სიმბოლურ პრიზებთან ერთად RTF-ს საოცრად გავლენიანი და პოპულარული მედია პარტნიორების მიერ ორგანიზებული პიარ-კამპანიასაც მოუწყობენ, რაც თანამედროვე სამყაროშო უდიდესი პრივილეგიასა და პოტენციალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ RTF-ს პრიზიორები არიან ისეთი საქვეყნოდ ცნობილი და პატივსაცემი არქიტექტურული სტუდიები, როგორებიცაა Bjarke Ingels Group & Dialog, Perkins Eastman, Page, RTKL, AHR, Aecom, Henning Larsen, CAZA, DLR Group, Behnisch Architekten, UNstudio, HOK, Gensler, HKA, LMN Architects, LAN Architecture, WOW Architects, EYP Inc., Line and Space LLC, IDOM UK Ltd, Christopher Charles Benninger Architects, და BIOME.
ქეთუნა ყრუაშვილი არქიტექტურული სტუდია NOAStudios-ის თანადამფუძნებელია, რომელიც საქართველოს გარდა პორტუგალიაშიც ფუნქციონირებს და საერთაშორისო აღიარების მქონე არაერთი პროექტითაა ცნობილი. ქეთუნა 2021 წელს Dezeen Awards 2021-ის ჟიურის წევრიც იქნება.