ინტერიერის დიზაინში ხალიჩა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი წყალობით შესაძლებელია მყუდრო და თბილი ატმოსფეროს შექმნა ინტერიერში. ამას გარდა, ნოხი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო დიზაინ ელემენტია, რომლის დახმარებით შესაძლებელია ოთახის გარეგნობისა და ხასიათის შეცვლა, ახალი შტრიხების შეტანა და სივრცისთვის განსხვავებული იერსახის მინიჭება. ხალიჩის კიდევ ერთი დადებითი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ის ვიზუალურთან ერთად, პრაქტიკულ დატვირთვასაც ასრულებს და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სივრცეში – სასადილოში, მისაღებ ოთახში, საძინებელში, სამზარეულოსა და აბაზანაშიც კი.
როგორი ტიპის ხალიჩები არსებობს?
დღესდღეობით გავრცელებულია ბეწვიანი და გლუვი ხალიჩის ორი ძირითადი სახეობა. ნოხის დასამზადებლად იყენებენ თხის, აქლემის ან ცხვრის მატყლს, ბამბას, სელსა და აბრეშუმს. არსებობს ნატურალური და სინთეტიკური ხალიჩები, რომლებიც უფრო ეკონომიურია და დიდხანს ძლებს. ხალიჩის დამზადება შესაძლებელია როგორც ხელით, ასევე სპეციალური მანქანით, რომელსაც ბეწვიანი და გლუვი ხალიჩის დამზადება შეუძლია.
რამდენად მოთხოვნადია ხალიჩის გამოყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში?
თუ წლების წინ ხალიჩას მხოლოდ გასათბობად იყენებდნენ, დღეს ამ ელემენტის დანიშნულება, როგორც დეკორატიული აქსესუარისა, უფრო და უფრო იზრდება. ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებული ხალიჩები განსაკუთრებით მოთხოვნადია და მათი ფასიც შესაბამისად მაღალია. თუმცა, დღესდღეობით ანტიალერგიული, ხელოვნური მასალით შექმნილი ხალიჩები უფრო ტრენდული ხდება. მოთხოვნა იზრდება სხვადასხვა ფერისა და ფორმის გეომეტრიული ფიგურებითა და ორნამენტებით გაფორმებულ მოდელებზე, რომელებიც ინტერიერის ვიზუალს ცვლიან. გასათვალისწინებელია ხალიჩის ფორმა და ზომა. მაგალითად, შემოსასვლელ ოთახში მისაღებია უფრო მომცრო ნოხი, სასტუმრო და სასადილო ოთახში კი დიდი ხალიჩა. განსაკუთრებით მოთხოვნადი დღეს საძინებელი ოთახის ფუმფულა ფარდაგებია, რომლებსაც სიმყუდროვე და სითბო შემოაქვს სივრცეში.
რა დადებითი მხარეები აქვს ხალიჩას და როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში?
1. ამშვენებს ინტერიერს და ფარავს მცირე ნაკლოვანებებს
იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ინტერიერის მიღება გსურთ, ხალიჩა შეიძლება იყოს ნეიტრალური, სისადავისა და მინიმალიზმის შემომტანი სივრცეში ან პირიქით – ცოცხალი, თამამი, კონტრასტული ფერების გამოყენებით, ექსტრავაგანტულობის შემქმნელი. ამას გარდა, ხალიჩა ფარავს ისეთ ვიზუალურ დეფექტებს ინტერიერში, როგორიც არის ნაკაწრები, ლაქები, ჩაღრმავებები და ა.შ.
2. სივრცეების დაკავშირება და ზონირება
ხალიჩა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც სივრცეებს აკავშირებს და ერთ მთლიანობას ქმნის. ფერებისა და დიზაინის გადათამაშებით შესაძლებელია ოთახები ჰარმონიულად შეერწყას ერთმანეთს და შეიკრას ერთი მთლიანი ვიზუალი. ასევე, ნოხის გამოყენება სივრცის კონკრეტულ ნაწილს გამოკვეთს, განაცალკევებს ვიზუალური ტიხრების გარეშე და განსხვავებულ ფუნქციურ დატვირთვას ანიჭებს მას. მაგალითად, ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშო სივრცე.
3. თერმული იზოლაცია
ხალიჩას ოთახში სიმყუდროვე და სითბო შემოაქვს. განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში ის კარგად ინახავს სითბოს და ოთხში თქვენთვის სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
4. ახშობს ხმას
იმისათვის, რომ მეზობლები არ შეაწუხოთ ხმაურით, ხალიჩა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ნოხი ბგერას ბრწყინვალედ შთანთქავს და ამგვარად, შესამჩნევად უადვილებს მეზობლებს ყოფას.
5. ასუფთავებს ჰაერს
მყარი იატაკისგან განსხვავებით, ხალიჩა ჰაერის ფილტრის როლს ასრულებს, იჭერს მტვრის ნაწილაკებს, ამცირებს მათ ცირკულაციას ჰაერში და იცავს სასუნთქი გზებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ სწორად გაწმენდილი ხალიჩა, სასიკეთოდ მოქმედებს ასთმისა და ალერგიის მქონე პირებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ნოხი აკავებს ბაქტერიებსა და მტვერს, ჰაერში ნაკლები არასასურველი ნივთიერება ხვდება.
6. დამცავი ეფექტი
ხალიჩა იცავს იატაკს დაზიანებისგან, განსაკუთრებით თუ ხშირად გიწევთ ავეჯის გადაადგილება და სახლში ცხოველები გყავთ. ნოხი საუკეთესო საშუალებაა ნაკაწრების თავიდან ასარიდებლად.
სად შევიძინოთ თანამედროვე ტიპის ხალიჩები თბილისში?
თანამედროვე ტიპის ბელგიური ხალიჩების შეძენა შესაძლებელია ჰიპერმარკეტ „დომინოში“, “შავი პარასკევის” აქციის ფარგლებში მოქმედებს სპეციალური პირობები: 25-27 ნოემბერს დომინოს ორივე ფილიალის ყველა სივრცეში მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ 60%-მდე ფასდაკლებით, მათ შორის ხალიჩების სრულ ასორტიმენტზე 30%- იანი ფასდაკლება გავრცელდება.
ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის საჭირო ნივთების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშოპინგო სივრცეს თბილისში, რადგან აქ რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას საყიდლების პროცესში. ამას გარდა, მომხმარებლის სრული კომფორტისთვის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე მოწყობილია უფასო საპარკინგე ზონა, რომელიც 400-მდე ავტომობილზეა გათვლილი. „დომინოს” პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. N2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25. გარდა ფილიალებისა, მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღაზიის ვებგვერდის მომსახურებითაც.
რუბრიკის წარმდგენია სამშენებლო ჰიპერმარკეტი “დომინო”