ხე ინტერიერში — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა ქართული პროექტებიდან
წლების განმავლობაში ხე აქტუალურ მასალად მიიჩნეოდა ინტერიერში, რომელსაც პოპულარობა არც თანამედროვე დიზაინში დაუკარგავს. გარდა იმისა, რომ ის ბუნებრივი მასალაა, რომელიც სივრცის სიჯანსაღეს და ეკოლოგიურ სისუფთავეს უსვამს ხაზს, განსაკუთრებულ იერსახესაც სძენს გარემოს და თბილ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ხის ტრენდულობა განპირობებულია იმითაც, რომ ის ხელს უწყობს ექსტერიერთან დაახლოებას და შიდა ზონაში ბუნების ასოციაციას ქმნის, რაც თანამედროვე, მდგრადი დიზაინისთვისაა დამახასიათებელი. ასევე, მას ხშირად მიმართავენ მონოტონური, ცივი სივრცეების დასაბალანსებლად და ნეიტრალური გარემოს შესაქმნელად. მისი პრაქტიკული თვისებებიდან გამომდინარე, ხის ფაქტურა ინტერიერში დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველად იერსახეს და მდგრადობით ხასიათდება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ხის მასალის გამოყენების რამდენიმე საინტერესო მეთოდს ქართული პროექტებიდან.
ბინა ამაღლების ქუჩაზე, პროექტის ავტორი: ქეთი ჭიჭინაძე, ფოტოგრაფი: ლაშა გიგაური
ბინა მთაწმინდაზე, პროექტის ავტორი: TIMM Architecture, ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky
ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე, პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე, ფოტოგრაფი: გიორგი ებანოიძე
სახლი დიღომში, პროექტის ავტორი: იდააფ არქიტექტორები, ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე
ბინა ამირეჯიბის გზატკეცილზე, პროექტის ავტორი: დავით ხიდურელი, ფოტოგრაფი: Yaroslav Lukiyanchenko
ბინა კრწანისში, პროექტის ავტორი: სტუდია „WOM“, ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი
ბინა ვერაზე, პროექტის ავტორი: ირმა გოგიაშვილი, ფოტოგრაფი: ლიკა ჯორჯიაშვილი
ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე, პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე, ფოტოგრაფი: გიორგი ებანოიძე
ბინა მინდელის ქუჩაზე, ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე პროექტის ავტორი: თამა კალანდია
ბინა კაკლებში, პროექტის ავტორი: ელენე ბერაძე, ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
ბინა კრწანისში, პროექტის ავტორი: კერე დიზაინი, ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
სახლი კაკლების დასახლებაში, ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
ბინა ვერაზე, პროექტის ავტორი: SXVAVA Architecture, ფოტოგრაფი: Ivan Erofeev
ბინა ბაგებში, პროექტის ავტორი: ელენე ბერაძე, ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე