in

ხელსაწყოების 3 ნაკრები ნებისმიერი ბიუჯეტისთვის

VELI.store ქართული ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. ველიში თითოეული სიახლე მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მუდმივი კვლევის შედეგია, იქნება ეს პლატფორმის ტექნიკური გაუმჯობესება თუ პროდუქციის განახლება. უფასო მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით და მიტანის დროის არჩევის შესაძლებლობა ის ერთ-ერთი მიზეზია, რომელიც VELI.store-ს კომფორტულ პლატფორმად აქცევს.

მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომით ველი ერთ სივრცეში 20-ზე მეტ კატეგორიასა და 50 000-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს.

ველის ციფრული თარო მუდმივად ახლდება და მას საინტერესო კატეგორიები ემატება. მათ შორის არის რემონტი & ხელსაწყოები.

Carpenter cutting plank by circular saw

შეარჩიე ხელსაწყოების ნაკრები ბიუჯეტის მიხედვით

სარემონტო სამუშაოები, ბაღის მოწყობის პროცესი თუ უბრალოდ გაფუჭებული ნივთის შეკეთება, შესაბამისი მოწყობილობების გარეშე, რთული ამოცანაა. ერთ ყუთში არსებული ყველა საჭირო ხელსაწყო პრობლემის მარტივად გადაჭრაში დაგეხმარება.

VELI.store-ზე ბიუჯეტის მიხედვით უნივერსალური ხელსაწყოების ფართო არჩევანს შეხვდები.

ხელსაწყოების ნაკრების ბიუჯეტური ვერსია

KINGQUEEN-ის ხელსაწყოების ნაკრები მარტივი სარემონტო და საყოფაცხოვრებო სამუშაოების ერთგული დამხმარეა. ნაკრებში 46 ხელსაწყოა მოთავსებული. მათ შორის არის სახრახნისი. ხელსაწყოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის სათადარიგო თავები (ფიგურული, ვიწრო, ფართო) მოჰყვება, რაც სხვადასხვა ნივთთან მარტივად შეთავსებას უზრუნველყოფს.

ნაკრებში ყველა დეტალი მაღალი ხარისხის ფოლადისგან არის შექმნილი. თითოეულ ხელსაწყოს KINGQUEEN-ის ბრენდის პლასტმასას სახელური აქვს, რაც მის კომფორტულ გამოყენებას ამარტივებს.

ხელსაწყოების ნაკრების საშუალო ფასიანი ვერსია

HÖGERT-ის ბრენდის ნაკრები უნივერსალური ხელსაწყოების ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია. სახლისა და ეზოს ან მანქანისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი ამ ერთ ყუთშია თავმოყრილი. აქ შეხვდები ისეთ ხელსაწყოებს როგორებიცაა:

  • სახრახნისი – სხვადასხვა ფრომისა და ზომის სათადარიგო თავებით;
  • ქანჩის გასაღები;
  • ადაპტერები;
  • ექვსწახნაგა ქანჩი.

ნაკრებში 89 სათავსოა. ყუთი გერმანული, გამძლე მასალისგან არის დამზადებული. მოსახერხებელი დიზაინი აქვს, რაც მის გადაადგილებას ამარტივებს.

ხელსაწყოების ნაკრების მაღალბიუჯეტური ვერსია

Forsage-ს ხელსაწყოების ნაკრები მანქანის, სანტექნიკისა თუ ავეჯის შეკეთებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტს აერთიანებს. ხელსაწყოების მრავალფეროვნება ნებისმიერი პროფესიონალს დაეხმარება საქმეში.

ნაკრები ანტიკოროზიული მასალით, ქრომ-ვანადიუმით არის დამზადებული და გამოირჩევა ცვეთისგან დაცვის მაღალი სტანდარტით. ხელსაწყოების ნაკრებში შეხვდები ისეთ ინსტრუმენტებს როგორებიცაა:

ინსტრუმენტები ნაკრებში ორგანიზებულად არის მოთავსებული, რაც საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის მარტივად მოძებნაში დაგეხმარება. ყუთს 180 ნაჭრიანი სათავსო აქვს და ყველა ნივთი იდეალურად თავსდება მასში.

აღმოაჩინე ველიზე მაღალი ხარისხის გერმანული ხელსაწყოების ნაკრები ხელმისაწვდომ ფასად. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე ნივთები ადგილზე უფასო მიწოდებით დროის სასურველ მონაკვეთში.

[R]

რემონტის გამოცდილება: ანა ციციშვილი და თენგო ალავერდაშვილი

9 კვ/მ ფართობის მქონე სახლი ფინეთის ტყეში