in

ფიჭვის ხეებზე აშენებული კაბინები ნორვეგიაში

Alliance Group
Alliance Group

ეს ხის ბუდეების მაგვარი კაბინები ოდაში, ნორვეგიაში მდებარეობს და საუცხოო საშუალებაა თანამედროვე, ქალაქის დატვირთული ცხოვრებისგან გასაქცევად. თითოეული კაბინა პირდაპირ ხეზეა დამონტაჟებული და მათ ტანებზე ფოლადის კონსტრუქციითაა მიმაგრებული. ფოლადის სვეტები დამატებითი სტრუქტურების საჭიროებას აქრობს და, რაც მთავარია, ხის ზრდას ხელს არ უშლის – ფიჭვის ხეები ჩვეულებრივ აგრძელებენ ზრდას. მოცემული ჯადოსნური პროექტი Helen & Hard Architects-ს ეკუთვნის და ეკოლოგიურად მეგობრული დაგეგმარების წყალობით ნორვეგიის ამ მხარესთვის დამახასიათებელ ციცაბო ტიპოგრაფიას იდეალურად ერგება.  კაბინები მიწიდან დაახლოებით 5-6 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული და ბუნებრივ ლანდშაფტს საერთოდ არ ეხება.

დამკვეთების, სალი და კიარტან აანოების მთავარი მოთხოვნა ისეთი კაბინის აგება იყო, რომელიც ბუნებრივ მცენარეულ საფარს არ დააზიანებდა. „კლიენტებს სურდათ, რომ შეგვქმნა ისეთი სივრცული შენობა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ორდინალურიც და ექსტრაორდინალურიც, რომელიც ტყის შესწავლის და მისით ტკბობის გამოცდილებას სრულიად ახალ ელფერს შესძენდა, ამიტომ ჩვენ მიზნად ისეთი სივრცის დაპროექტება დავისახეთ, რომელიც ფიზიკურად გამოხატავდა ბუნებაში ჩაფლობის ემოციას,“- აცხადებენ არქიტექტორები.

კაბინებამდე მანქანის საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. ხის ბუდეებამდე მისასვლელად მფლობელები ფეხით მიუყვებიან ციცაბო ფერდობს და კიბეების საშუალებით ადიან ხეზე ჩამოკიდებულ კოტეჯებში.

თითო კაბინის ფართობი სულ რაღაც 15 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თუმცა ეფექტური ინტერიერის დიზაინის წყალობით მასში ყველაფერი ეტევა, რაც მფლობელებს სჭირდებათ. შემოსასვლელის ერთ მხარეს საპირფარეშოა, მეორე მხარეს კი- საძინებელი ოთახი. მათ შორის ვიწრო დერეფანია, რომელიც სტუმრებს შენობის წინა ნაწილისკენ მიუძღვება. დანარჩენ ტერიტორიაზე სამზარეულო და სასტუმრო ოთახებია, რომლებიც წინა მხარეს მთელი კაბინის სიმაღლეზე გაჭიმულ მინის ფასადს ესაზღვრება.

ნორვეგიული ხიდის ბუდისებრი კაბინები აშკარა დამადასტურებელი მაგალითია იმისა, რომ თანამედროვე, ლამაზი დიზაინის პროექტისათვის არაა აუცილებელი უზარმაზარი სივრცე – ენდემურ ბუნებაში მდებარე ეს არქიტექტურული შედევრი, რომლის თითოეული დეტალი გამსჭვალულია ლანდშაფტის პატივისცემით, მცირე ფართის მიუხედავად სრულიად მულტიფუნქციურია.

არქიტექტურული სტუდია: Helen & Hard Architects.

ფოტოები:Helen & Hard Architects.

როგორი იქნება მწვანე კონცხი “ბოტანიკო”?

Warmhouse Studio-მ კორპორაციების ლოგოები სახლებად აქცია