in

თანამედროვე ხის კოტეჯი სკანდინავიური დიზაინით

Banner M2
Banner M2

ხე და შუშა – ეს უმშვენიერესი კოტეჯი, რომელიც ფინეთის ტყეში მდებარეობს, სწორედ ამ ორი მარტივი მასალისგანაა შექმნილი. დიზაინის კონცეფცია ეფუძნება ექსტერიერში სწორი ხაზებისა და თანაბარი ფორმების გამოყენებას, ხოლო ინტერიერში მინიმალისტური სტილი დომინირებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გამოყენებული ხის მასალის ტონი, რომელსაც თავისი სიმსუბუქითა და ბუნებრივი იერით ერთგვარი სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს სივრცეში. დიდი ზომის ფანჯრების წყალობით კი ინტერიერი მდიდარია უხვი ბუნებრივი განათებით, რაც დამატებით ხიბლს სძენს სახლს.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, სივრცე კლასიკურ სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი. ღია მშვიდი ტონები, ხის მასალა და რბილი ქსოვილები ქმნის იდეალურ გარემოს მშვიდი ცხოვრებისთვის და დასვენებისთვის.

ისტორიული ბინის ახალი სიცოცხლე ლეონიძის ქუჩაზე – DODO Designs-ის ნამუშევარი

როცა გამწოვის დამონტაჟება სამზარეულოს კუნძულის თავზე გვსურს – რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის ეტაპზე?