in

ტყეში ჩაფლული სახლი ეკვადორში – FB+ estudio-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ეკვადორში, ქალაქ ლოხაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 50 კვადრატული მეტრია. პროექტი 2020 წელს შეიქმნა და იდეა ისეთი საცხოვრებელი სახლის აშენება იყო, რომელიც მთლიანად ტყეში იქნებოდა ინტეგრირებული.

სახლის ფართობი უზრუნველყოფს 2 ზრდასრულისა და 2 ბავშვის საცხოვრებელს და მოწყობილია მათი საჭიროებების მიხედვით. მასალის სახით გამოყენებულია ხუთი სახეობის ხე, ხოლო ინტერიერი თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.

სახლის შესასვლელშივე ვხვდებით პატარა სამზარეულოს, მუქი ლურჯი ფერის დივანსა და ღუმელს, რომელიც შეშაზე მუშაობს. ოთახის ყავისფერ ტონებს აბალანსებს თანამედროვე დიზაინის მქონე თეთრი ჭაღი და ღია ფერებში შეხამებული ჭურჭელი.

აბაზანა ისეა მოწყობილი, რომ წვიმის წყლით მარაგდება, რაც წყლის მოხმარების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს.

სახლს აქვს პატარა აივანიც, რომელიც ლოხას ტყეებსა და ბუნებას გადმოჰყურებს და მთლიანად ხის მასალითაა შექმნილი.

პროექტის შექმნის დროს მთავარი გამოწვევა სახლის მეპატრონეებისთვის კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა იყო, რასაც არქიტექტორებმა ბუნებრივი მასალის გამოყენებით მიაღწიეს. წლები გადის, სახლი კი როგორც ზამთრის სიცივეს, ასევე ზაფხულის სიცხეებს, ქარს, წვიმასა და თოვლს უძლებს.

არქიტექტურული სტუდია: FB+ estudio

ფოტოები: Nicolás Provoste

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გავწმინდოთ გრანიტის შავი ნიჟარა?

ხმის იზოლაციისა და ხმის შთანთქმის სისტემები – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ