ქალაქ ვუდსტოკში, ნიუ-იორკიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს ხის სახლი, რომლის ფანჯრიდანაც ულამაზესი ქეთსკილის მთების ხედი იშლება.
სივრცე შედგება დასასვენებელი ოთახისგან და სამზარეულოსგან, რომლის ზემოთ მდებარეობს ფართო საძინებელი. შენობის უკანა ნაწილში არის ცალკე საშხაპე ოთახი და აბაზანა, რომელსაც უკანა მხარეს მეორე საძინებელი აქვს, რაც ადვილად შეიძლება გახდეს საოფისე სტუდიის სივრცეც. სახლს აქვს ორი აივანი, სამზარეულოს/დასასვენებელი ოთახის ორივე მხარე დიდი ტერასით.
დიზაინ სტუდია: Antony Gibbons Designs
ფოტოგრაფი: Martin Dimitrov