იმისათვის, რომ ლიფტისა და სადარბაზოში მეზობლების ხმაურმა ბინაში სიმყუდროვე არ დაგირღვიოთ, ხმის იზოლაციაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. ამისთვის საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება, რაზეც უფრო დეტალურად ქვემოთ გიამბობთ.
შემავსებლები.
მწარმოებლები კარის შიდა ნაწილს ავსებენ სხვადასხვა შემავსებლით, რაც ხმაურს ბლოკავს და დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ჰერმეტიზაციის მასალა არა მხოლოდ შიგნით, არამედ კარის პერიმეტრზეც უნდა განთავსდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარულია რეზინი და სილიკონი — ისინი, ხმის იზოლაციასთან ერთად, კარის რბილად დახურვასაც უზრუნველყოფს.
კონტურები.
კონტურები სხვადასხვა ტიპისაა; მათ რაოდენობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, შემოაღწევს თუ არა სივრცეში გარე სურნელი ან ხმაური.
სისქე და ჰერმეტულობა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კარის სისქე და ჰერმეტულობა. რაც უფრო მჭიდროდ ჯდება კარი ჩარჩოში, მით ნაკლებია ალბათობა, რომ ბინაში ყოფნისას გარე ხმაურმა შეგაწუხოთ.
რა თქმა უნდა, ოთახში აბსოლუტურ სიჩუმეს მხოლოდ კარი არ უზრუნველყოფს. აუცილებელია გავითვალისწინოთ კედლების სისქე, მათში ხმის იზოლაციის მასალების არსებობა, ფანჯრების ხარისხი და მათი ჰერმეტულობა. ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული მეზობლების ქცევაზე — ვერც ერთი კარი (ასევე კედლები) ვერ დაიცავს ბინას პერფორატორის ხმისგან.
რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი